2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). თანამლოცველები იყვნენ რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), აგრეთვე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასწავლებელში მოღვაწე…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 16 სექტემბერს მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, და მისთანა მოწამეთა, ღირსი თეოქტისტეს, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველის, წმიდისა თებე დიაკონისას, მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელის, მღვდელმოწამე არისტიონის, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის და იოანიკესი, სერბელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები: თეოფილე…
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში არსებული ვითარება კრიტიკული ნიშნულის ქვედა ზღვარზეა. როგორც სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მონასტერში ფრესკების ნაწილი დაზიანებული ან ჩამოხსნილია, დარჩენილ ნაწილს კი საფრთხე ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ბედიის მონასტერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სააგენტო იუნესკოსთვის ინფორმაციის მიწოდებას აპირებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დახმარებას ითხოვს. „ ვიდეომასალაში არის უტყუარი მტკიცებულება იმისა,…
წმიდა მოწამე მამანტი მამა მისი თეოდოტე და დედა მისი რუფინა წმიდა მოწამე მამანტი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინას ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა მისი მშობლები შეიპყრეს და კაბადოკიის კესარიის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. უწყოდა რა საკუთარი ხორციელი უძლურების შესახებ, თეოდოტე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, წამებამდე მიეღო მისი სული. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა და იგი…
რუსეთის ქალაქ ტვერში 11 სექტემბერს სიფხიზლის დღე აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, მართლმადიდებელმა მღვდლებმა ქალაქს გადაუფრინეს და 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი ჰაერიდან აპკურეს როგორც მღვდლები განმარტავენ, ამ რიტუალის მიზანი ქალაქის ალკოჰოლიზმისაგან გათავისუფლებაა. „ჩვენ 2006 წლიდან დავფრინავთ ამ მიზნით, ასე რომ ჩვენი ეს ქმედება უკვე ერთგვარი რელიკვიაა“ – ამბობს მამა ალექსანდრე გორიაჩევი. sputnik-georgia.com
ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს. „ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ამ მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს…
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. “შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს არის ღვთისმშობლობა, შობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. წირვას შევასრულებთ სიონის საპატრიარქოს ტაძარში. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო”,- ბრძანა პატრიარქმა. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ზეიმობს. ipn.ge
გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა ძველი სტილით 1 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტის – ეკლესიური ახალი წელიწადის დაწყებას ზეიმობს. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე … ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19) გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი…
2019 წლის 12 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. სამეცნიერო საბჭომ განიხილა მისაღები გამოცდების შედეგები. აღინიშნა, რომ აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სამეცნიერო საბჭოს წევრებს გააცნო გადაწყვეტილება ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრიდან კანონიკური სამართლის ცალკე,…