ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
10.06.2019 | 12:14
დეკანოზი დავით ქვლივიძე ლგბტქ პრაიდის კვირეულზე – ეს რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს

ეს რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ლგბტქ პრაიდის კვირეულში მონაწილეობა, სასიკვდილო ცოდვაა. „ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. ამის გამო ინგრეოდა უდიდესი…

09.06.2019 | 13:48
ილია მეორემ ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა

ბოდბეში, ახლად გახსნილ ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პანაღიით დააჯილდოვა, ხოლო ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა. პატრიარქმა დღეს ასევე სიგელებით დააჯილოდოვა ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობაში და სასულიერი პირები. ბოდბის დედათა მონასტერის ახლად გახსნილ ტაძარში წირვაზე საქართველოს პრეზიდენტი…

09.06.2019 | 13:42
ილია მეორე – მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში

მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქაგადებისას განაცხადა. „დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს. აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა ბოდბეში, მან ააშენა წმინდა…

09.06.2019 | 13:36
საზეიმო ლიტურგია ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში

ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში დღეს პირველ წირვას ატარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. წირვის დაწყებამდე მღვდელმთავრებმა წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს. ილია მეორესთან ერთად ბოდბეში წმინდა სინოდის წევრებიც ჩავიდნენ. – 1tv

09.06.2019 | 13:22
ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ესწრება

ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს. პირველ წირვას ახალ ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს. მანამდე კი მეუფეებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს. ბოდბეში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ავტორი – ნათია ქენქაძე, ზურაბ ქურციკიძე / 1tv

09.06.2019 | 13:10
ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას ილია მეორე ჩაატარებს

ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩაატარებს. წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი დღეს იკურთხება. ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევა 08:00 საათზე დაიწყება. საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 10:00 საათზე აღავლენს. – 1tv

08.06.2019 | 16:42
ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი იხსნება

9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იხსნება წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი. ტაძრის კურთხევა დაიწყება დილის 8:00 საათზე, ხოლო 10:00 საათზე საზეიმო წირვას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. – IPN

07.06.2019 | 15:11
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები მიიღო

ა.წ. 6 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელი, ბ-ნი რაჟდენ კუპრაშვილი მიიღო. აღნიშნული სამსახური უფასოდ ემსახურება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. მისმა უწმინდესობამ დალოცა ამ სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.   patriarchate.ge

06.06.2019 | 20:41
მეუფე შიომ საქართველოს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ საქართველოს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. მან მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევა გადასცა. მეუფე შიოს თქმით, როგორც ლუკას სახარებაშია აღნიშნული, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლება, მისი თავის მოწაფეებთან მიწიერი განშორებით გამოწვეული ტკივილი კი არა, სიხარული იყო, რადგან იესო ქრისტემ სამუდამო სამყოფელი, ცათა სასუფეველი, ზეციური ცხოვრება დაგვიბრუნა. მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ…

Τα σημαντικότερα νέα