ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.08.2019 | 12:26
ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარი – ტაძრის იატაკი არ წარმოადგენს ისტორიულ მემკვიდრეობას, აქედან გამომდინარე, მარმარილოთი განახლდა

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იღუმენი ეფრემი ამბობს, რომ ტაძრის იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს და მისი შეცვლის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს. მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ არ ჩათვალეს საჭიროდ იატაკის ფენილის შეცვლის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. „ზოგადად, ეს ქვა, რომელიც იყო, დაგებულია 60-იან წლებში. ჩამოსხმული ბორდიურები არ წარმოადგენს ისტორიულ სიძველეს, არც…

11.08.2019 | 14:31
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე – არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა

არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა,-ამის შესახებ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დეკანოზმა ეფრემმა განაცხადა. მან უძველესი ტაძრის იატაკის მარმარილოს ფილებით მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესტავრაციის შესახებ შესაბამის უწყებებთან შეთანხმება იმიტომ არ მოხდა, რომ საჭიროდ არ ჩაითვალა. ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის მტკიცებით, ძველი ფილები კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და „უბრალო…

11.08.2019 | 14:28
პატრიარქის კურთხევით, ახალი ხატი “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო” დაიწერება

პატრიარქის კურთხევით, ახალი ხატი “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო” დაიწერება ,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ, დეკანოზმა ილია ნასიძემ განაცხადა. წინამძღვარმა საზოგადოებას ხატის დაწერაში შეწევნით მიმართა. “წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღედ დადგინდა. საქართველოსთვის ღვითისმშობლოს წილხვდომობის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უდიდეს…

11.08.2019 | 14:11
ილია მეორე – მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას, ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას, ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. პატრიარქმა საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს. „დღეს არის…

11.08.2019 | 14:05
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 11 აგვისტოს მოწამე ევსტათი მცხეთელის,მოწამე კალინიკეს, მოწამე სერაფიმა ქალწულის, მოწამე თეოდოტიას და სამთა ყრმათა მისთა,ასევე ღირსმოწამე მიქაელის ხსენების დღეს აღნიშნავს

ევსტათი მცხეთელი ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი – ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს….

11.08.2019 | 11:17
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის არ იყო ცნობილი ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის არ იყო ცნობილი ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „საპატრიარქოსთვის არ იყო ცნობილი მიმდინარე სამუშაოების შესახებ. არ ყოფილა შეთანხმებული და შევიტყვეთ, როცა უკვე ფაქტი მომხდარი იყო“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. დღეს, საქართველოს კულტურული…

10.08.2019 | 16:38
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყინწვისის ეკლესიაში ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს [ფოტო]

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის ღმრთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს. სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან, უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას. „უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის…

10.08.2019 | 11:57
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 10 აგვისტოს ღირსი გიორგი მაშენებელის, 70-თაგანთა მოციქულთა: პროხორეს, ნიკანორის, , ტიმონას და პარმენ დიაკონთა, ასევე მოწამეთა: იულიანეს, , ევსტათის და აკაკის ხსენების დღეს აღნიშნავს

ღირსი გიორგი მაშენებელი ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის.. ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, შემდეგ კი განდგომადა ორგულება დასწამეს,  კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა კიდეც. ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს. გიორგის გადასახლება საბედისწერო გახდა ივერთა ლავრისათვის,…

10.08.2019 | 11:51
ბიძინა ივანიშვილი – აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში

აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო და მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე მიულოცა. „წმინდა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენს ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო…

Τα σημαντικότερα νέα