ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.08.2019 | 22:14
არქიმანდრიტი კირიონი – როცა ცამდე მართალი ხარ და ვერაფერს აღწევ, მაშინ ხელისუფლება არ ხარ და წასასვლელი ხარ სახლში

სადაც ცამდე მართალი ხარ, საერთაშორისო კანომდებლობის დონეზეც მართალი ხარ და ვერაფერს აღწევდე, მაშინ ხელისუფლება არ ხარ და წასასვლელი ხარ სახლში, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯში ვითარება კვლავ უცვლელია, ხოლო საგარეო უწყებაში საპასუხოდ კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ, სტანდარტული პასუხი აქვთ, რომ „მუშაობენ და დღედაღამ მარტო…

09.08.2019 | 17:51
ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო. ბიძინა ივანიშვილი ტაძარში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. დღეს დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღეა. აბასთუმანში წმინდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი XIX საუკუნის ბოლოს აიგო. / 1tv.ge

09.08.2019 | 17:47
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 9 აგვისტოს დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის,; ღირსი ანთისა იღუმენიას, მოციქულთა სწორთა: კლიმენტის, ოხრიდელი ეპისკოპოსის,ნაუმის, საბას, გორაზდის და ანგელარის ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალი დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, , ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310)…

08.08.2019 | 21:52
სამების ტაძარში აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირებმა 2008 წელს დაღუპული ადამიანების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ 2008 წელს ომში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის“ ორგანიზებით სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის საღამოც გაიმართა. ხსოვნის საღამოს ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები, პოეტები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.  …

08.08.2019 | 14:46
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 8 აგვისტოს მღვდელმოწამე ერმოლაოსის, , ერმიპეს და ერმოკრატეს – ნიკომიდიელ ხუცესთა, ასევე მოწამე ა პარასკევას ხსენების დღეს აღნიშნავს

მღვდელმოწამენი ერმოლაოსი, ერმიპე და ერმოკრატე – ნიკომიდიელნი ხუცესნი უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის. იმ სახლის წინ, სადაც ერმოლაოზი იმალებოდა, ხშირად მიმოდიოდა ხოლმე წარმართი ჭაბუკი პანტელეონი (წმიდა…

08.08.2019 | 14:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს შეხვდა

ა.წ. 7 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს იაკობ გაგულაშვილი და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ბ-ნი ლაშა ჟვანია, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ბ-ნი ედუარდ პალაგაშვილი, დამსახურებული სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ბ-ნი ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვანი. მისმა უწმინდესობამ ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან…

07.08.2019 | 15:38
დღეს, 2019 წ. 6 აგვისტოს კვიპროსის ეკლესიაში, კერძოდ კიტიუს ეპარქიაში, ახალი მღვდელმთავრის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის მიტროპოლიტ ნეკტარიოსის აღსაყდრების საზეიმო ცერემონიალი აღესრულა

(ამ ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი იყო მართალი ლაზარე, რომელიც ოთხი დღის გარდაცვლილი უფალმა მკვდრეთით აღადგინა). არსენოის ეპისკოპოსი ნექტარიოსი 2019წ. 28 ივლისს გამოირჩიეს სამღვდელმთავრო არჩევნებში პენსიაში გასულ ღვაწლმოსილი მიტროპოლიტის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ხრისოსტომოსის ნაცვლად. იგი, არჩევამდე მსახურობდა პაფოსის მიტროპოლიტის დამხმარედ არსენოის ეპისკოპოსად (პოლის-ხრისოხუს რეგიონი, სადაც მდებარეობს მეათე საუკუნის ღალიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერი)..ღალიის მონასტრიდან გამომდინარე, მას ჩვენ ეკლესიასთან ჩამოუყალიბდა…

07.08.2019 | 10:19
საქართველოს საპატრიარქოში ბავშვთა ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ა.წ. 6 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოში, კავშირი ,,21-ე საუკუნის” ორგანიზებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის(UNFPA) მხარდაჭერით და სსიპ ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ (ATIPFUND) პარტნიორობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოების…

06.08.2019 | 16:08
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 6 აგვისტოს ღირსი ილარიონ თუალელის, მოწამე ქრისტინეს, კეთილმორწმუნე მთავართა: ბორისისა და გლების, ნათლისღებით რომანოზისა და დავითის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა ილარიონ თუალელი  ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან. წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს…

Τα σημαντικότερα νέα