29 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას რუმინეთის ქალაქ იასის (იაშის) ალექსანდრე იოანე კუზას სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი, პროფესორი, მღვდელი ბრინზა ბოგდან ვლადუტი ეწვია. იმავე დღეს სტუმარი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. აკადემიის რექტორმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ისტორიულ,…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა გაგახაროთ მისი ლოცვით და მადლით. იგი ცხოვრობდა 17 საუკუნის წინ. აი, ასეთი დრო გვაშორებს მისგან, მაგრამ საოცარი ის არის, რომ…
ამა წლის 4 მაისს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა. მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ: დეკანოზები: იოანე მიხელიძე, ონოფრე რატიანი, ბასილ გამთენაძე, პავლე ჩხიკვაძე და გიორგი გაფრინდაშვილი. გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ: დეკანოზები: ილია ლომთათიძე, გიორგი ჩიხლაძე, მიქაელ თურქაძე, ბასილ კუჭუხიძე, არსენ სადუნიშვილი, ლუკა ბუცხრიკიძე, იოანე…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება აღდგომიდან მესამე, მენელსაცხებლე დედათა კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტე აღდგა! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მენელსაცხებლე დედების ხსენება, რომლებიც სულ იყვნენ იესო ქრისტეს გვერდით და უზრუნველყოფდნენ პირველი ქრისტიანული თემის ცხოვრებას. მათ ეწოდებათ მენელსაცხებლე დედები, რადგან…
ამა წლის 30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის მგალობელთა გუნდმა „დედაშვილობამ“ ქალთა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულებს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მათთვის ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულა. ღონისძიებაში მსჯავრდადებულებიც ჩაერთნენ და მუსიკალური ნომრები როგორც დამოუკიდებლად, ისე ანსამბლის…
ამა წლის 29 აპრილს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ლეჟუბნის დასახლებაში ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი აკურთხა. თანამსახურებდა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი თეიმურაზ რუხაძე დადგინდა. sazu.ge
ამა წლის 26 აპრილს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიკიანთკარში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად არქიმანდრიტი მოსე (მგელაშვილი) დადგინდა. sazu.ge
ღირებულებითი განათლების კლუბების შემაჯამებელი სააღდგომო ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
მიმდინარე წლის 27 აპრილს, კვირაცხოვლობას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ღირებულებითი განათლების კლუბების“ საანგარიშო ღონისძიება, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ მახარაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია…