ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.02.2023 | 17:39
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“

ა.წ. 15-17 თებერვალს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ათზე მეტი…

17.02.2023 | 17:37
საქველმოქმედო გალა კონცერტი – “მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის”

ა.წ. 20 თებერვალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვალის, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველი თეატრში გაიმართება საქველმოქმედო გალა კონცერტი – ,,მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისათვის“. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებითა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მოხმარდება თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს. გალა…

16.02.2023 | 17:54
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის განჩინება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის განჩინება მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპსიკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სასულიერო პირთ და, მითუმეტეს, მღვდელმთავრებს აკისრიათ. ითქვა, რომ: ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი…

15.02.2023 | 16:54
კულტურის სამინისტრო – გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა 24 თებერვალს გაიმართება

კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გადაიდოს ერთი კვირით, – ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სხდომა 17 თებერვლის ნაცვლად, 24 თებერვალს ჩატარდება. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება,…

15.02.2023 | 16:50
კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წიგნის „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ პრეზენტაცია გაიმართება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნი „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. ნაშრომი, რომლის ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნანა ბურჭულაძე, „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით დაიბეჭდა. „კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს საქართველოს იმ უმთავრეს საგანძურს, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და…

15.02.2023 | 16:49
გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ.

გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება – ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის…

15.02.2023 | 16:30
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკო-ს დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ იუნესკო-ს დასკვნაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს ერთობლივი დასკვნაა და შედგენილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, „ICOMOS“-ისა და „ICCROM“-ის მიერ გელათში ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზე. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფი სამინისტროს მიერ 2022 წლის ივლისში გაგზავნილი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, ექსპერტთა ჩამოსვლა კი მხოლოდ…

14.02.2023 | 18:41
სანთლების კურთხევის წესი ”მირქმა-მიგებების” დღესასწაულთან დაკავშირებით

წინათქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული; კერძოდ, ძველ საღვთისმსახურო წიგნთა მონაცემების გათვალისწინებით და ჩვენს რეგიონებში, განსაკუთრებით კი სვანეთში, დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ მიხედვით. სვანეთში შემორჩენილ ტრადიციაში განსაკუთრებულია ბავშვების როლი, რაც შემდეგში მდგომარეობს: კერძოდ, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ბავშვთა გუნდი, ანთებული სანთლებით, მაცხოვრის განდიდებითა…

13.02.2023 | 18:22
ცოდნა ძალაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და თბილისის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ორგანიზებით, გაიმართა კონკურსი სახელწოდებით ,,ცოდნა ძალაა”. კონკურსის ფინალური შეხვედრა შედგა 12 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც დაჯილდოვდნენ შემეცნებითი…

Τα σημαντικότερα νέα