ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.07.2019 | 17:20
საეკლესიო კალენდარი:2019 წლის 20 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე მოწამე ევანგელეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსი თომა მალეელი ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან,…

20.07.2019 | 17:15
IRI – ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია და ჯარი ლიდერობენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ეკლესიის ნდობის რეიტინგი 89 პროცენტს, ჯარის კი, 87 პროცენტს შეადგენს. სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია: ქართული მედია – 70 პროცენტი, პოლიცია – 52 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 48 პროცენტი, საჯარო განათლების სისტემა – 40 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, მინისტრთა კაბინეტი – 35 პროცენტი, ცესკო – 34 პროცენტი,…

19.07.2019 | 11:53
ჰალეპი რუმინეთის პატრიარქმა დააჟილდოვა

„მეც და ჩემი ოჯახიც ყველაფრისთვის ღმერთს მადლობას ვუხდით. მიხარია, რომ რუმინელი ვარ. ჩემი გულშემატკივრების გახარებას კვლავ შევეცდები და ახალი ტიტულების მოგებისთვის არაფერს დავიშურებ“, – ციტირებს პორტალი ჰალეპს. შეგახსენებთ, რომ სიმონა ჰალეპმა უიმბლდონის ფინალში ამერიკელი სერენა უილიამსი ორ სეტში, ანგარიშით – 6:2, 6:2 დაამარცხა.   1tv.ge

19.07.2019 | 11:41
IRI: ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს

აქართველოში ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვაში წერია. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა…

19.07.2019 | 11:33
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 19 ივლისი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 19 ივლისს ღირსი სისოჲ დიდის; მოწამეთა: მარინის, მართასი, ავდიფაქსის, ამბაკუმის, კვირინეს, ვალენტინე ხუცის, ასტერისა და სხვა მრავალთა რომში წამებულთა; ასევე მოწამეთა: ისავრე დიაკონის, ინოკენტის, ფილიქსის, ერმის, ბასილის, პერეგრინეს, რუფეს და რუფინეს, მოწამისა კოინტე ფრიგიელის, მოწამისა ლუკი ქალწულისა და მისთანა მოწამეთა: რიქსეს, ანტონის, ლუკიანეს, ისიდორეს, დიონის, დიოდორეს, ქუთონის, არონის, კაპიკეს…

18.07.2019 | 18:00
საბერძნეთში მღვდელმსახურები საჯარო მოხელის სტატუსს შეინარჩუნებენ

საბერძნეთის ახალი კონსერვატიული მთავრობა მღვდელმსახურებს საჯარო მოხელის სტატუსებს აღარ ჩამოართმევს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საჯარო მოხელეებად ითვლებიან. მათ შრომით ანაზღაურებას, რომელიც წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს აღწევს, სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის. გასული წლის ოქტომბერში ალექსის ციპრასის მთავრობამ ეკლესიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც 10 ათასი მღვდელმსახური საჯარო მოხელის სტატუსს დაკარგავდა, ამის სანაცვლოდ…

18.07.2019 | 16:33
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 18 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 18 ივლისს ღირსი ათანასე ათონელის და ღირსი ლამპადი ირინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში ღირსი ათანასე ათონელი ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში – აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან…

17.07.2019 | 16:14
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 17 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 17 ივლისს წმიდა ანდრიას, კრეტელი მთავარეპისკოპოსის, ღირსისა მართას, სვიმეონ მესვეტისა დედის, მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიას, ღირსი ანდრია რუბლიოვის ხსენების დღეს აღნიშნავს.   Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი  წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თოთხმეტი…

16.07.2019 | 16:50
არქიმანდრიტი ილარიონი – ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან დავით გარეჯის თემაზეა, სიკეთე არ იქნება – მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის

ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის, – ამის შესახებ გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილარიონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც დავით გარეჯში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. „კომისიის მუშაობას, რომელიც ჩვენი და…

Τα σημαντικότερα νέα