მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. როგორც ასამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება. ამასთან, საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციცის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, ეს ქუცნაშვილს არ დაუკონკრეტებია. მან ასევე განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თავიდანვე სხვა შენობა შერჩეულიყო. ცნობისთვის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ…
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა. მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დამძიმდა. მეუფეს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ის 10 დღეზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მეუფის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული. interpressnews.ge
(თბილისი, 19.06.2019) გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის,- ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის სახელით, იმ ქვეყნის სახელით, სადაც მაცხოვრის ნებით და ღვთისმშობლის დავალებით ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნეში იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა და დაარსა პირველი ეპარქიები და ეკლესია. მან სამჯერ იმოგზაურა საქართველოში მოციქულ მატათასა და სვიმონ კანანელის თანხლებით. მოციქული მატათა ბათუმის…
19-20 ივნისს საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. საქრთველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყებაში საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ…
ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან. პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც…
ა.წ. 18 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებს და აღინიშნა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმური თემისა და იუდეველთა წარმომადგენლები. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა, შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს…
ა.წ. 17 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შეიხანისა და სრულიად იეზიდთა ამირის ვაჟი, იეზიდთა უფლისწული, ასმად ბეგი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ტოლერანტული თანაცხოვრების წესს, რაც საქართველოში საუკუნეზე მეტია ჩამოყალიბდა ადგილობრივ მოსახლეობასა და იეზიდებს შორის. უფლისწულმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი იეზიდთა მიმართ…
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს, – აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრით დაასრულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პატრიარქმა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს….
ხელისუფლებამ ეს 20 კაცი (ლგბტ პირები) უნდა შეკრიბოს და უთხრას, რომ ბავშვებო გაჩერდითო. წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, – ასე უპასუხა დეკანოზმა დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა იქნება თუკი ვითარება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დაიძაბება. ამასთან, მისი თქმით, თუ რამე მოხდება, კამერები არსებობს და შესაბამისი უწყება დაადგენს….