ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.06.2019 | 12:49
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

  საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება. დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც. ფაქტია, რომ სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში,…

17.06.2019 | 16:40
დეკანოზი თამაზ ლომიძე – ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო

ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, თამაზ ლომიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა. დეკანოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც დეკანოზი ლომიძე წერს, სახელმწიფოს დიდი სიმტკიცე და წინდახედულობა მართებს. „ეს სამი წლის წინანდელი ამბავია. მას შემდეგ, მადლობა ღმერთს, ბევრი…

17.06.2019 | 16:38
დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი – ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი

დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი ქრისტიანული რაზმია. მისი თქმით, ვასაძის მიერ დაანონსებულ რაზმს შეუერთდა. „ვიყავი ვერის ბაღში და ჩავეწერე მოხალისეთა სიაში. ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი, რომლის მიზანია, ის საცოდავი ადამიანები, ზოგი ძალით რომ იბრალებს, ამხილოს. მეც ვიცნობ იმ ხალხს, აღსარებას მაბარებენ. ვაპირებ, ქუჩაში გავიდე და…

16.06.2019 | 16:30
მეუფე იაკობი – ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში

ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია,-ამის შესახებ მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. მეუფე იაკობმა ქადაგებაში 14 ივნისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებსა და მოწინააღდმეგეებს შორის განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირება ქვეყანას არ წაადგება, რადგან ქვეყნის „სახელმწიფოებრიობა ისედაც მყიფეა“. „კარგად ვხედავთ…

16.06.2019 | 16:28
პატრიარქის ქადაგება

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე უძღვებოდა. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მისმა უწმინდესობამ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ილია მეორე ამბობს, რომ კაცობრიობა მრავალი სირთულის…

16.06.2019 | 16:27
ილია მეორე – ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, გადაარჩენს საქართველოს

მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა. „დღეს კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა,…

16.06.2019 | 16:23
ილია მეორე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა,. პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა. „დღეს კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა, რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით მორჩილებით, კეთილი საქმეებით….

16.06.2019 | 16:18
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ. სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა, იატაკზე კი, ახლად მოთიბულ ბალახს აფენენ. მორწმუნეები ლიტურგიაზეც ყვავილებით…

16.06.2019 | 16:13
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს,სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მორწმუნეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. დღეს საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება. მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს…

Τα σημαντικότερα νέα