ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.06.2019 | 12:35
არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებას კვლავ ზღუდავს

აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებას კვლავ ზღუდავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა, აზერბაიჯანული მხარე მომლოცველებს უდაბნოს მონასტერში შესვლის საშუალებას არ აძლევს. მისივე ინფორმაციით, გადაადგილება გართულებულია ტურისტებისთვისაც. – IPN  

14.06.2019 | 12:27
ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა ეწყობა

სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ორი წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მოედნის, ღობის, ჭიშკრების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას და სუვენირების მაღაზიის, პარკინგის მშენებლობას. პროექტი, რომლის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის…

14.06.2019 | 12:24
საქართველოს საპატრიარქოს – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან ე.წ. გეი პრაიდი, რომელიც საზოგადოებრივ შფოთს გამოიწვევს

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან ე.წ. გეი პრაიდი, რომელიც საზოგადოებრივ შფოთს გამოიწვევს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში. „როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ცხოვრების…

14.06.2019 | 11:03
პანაშვიდი 13 ივნისის სტიქიის შედეგად აღსრულებულთათვის

ა.წ 13 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მღვდელმსახურებმა 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად აღსრულებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათ სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადეს. – patriarchate.ge

13.06.2019 | 22:17
შეხვედრა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის წინამძღვართან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია განაგრძობს სამუშაო ვიზიტს რუმინეთის სახელმწიფოში. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ, შეხვედრა გამართა ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის წინამძღვართან, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოს ვარლამთან. შეხვედრაზე გიორგი უკლებამ ისაუბრა საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ხაზ გასმით აღინიშნა რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო…

13.06.2019 | 18:21
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა საქართველოს საპატრიარქოში

  ა.წ. 13 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო კომისიის სხდომა, რომელზეც დოქტორანტმა ცოტნე ჩხეიძემ წარმოადგინა და წარმატებით დაიცვა ნაშრომი სახელწოდებით ,,ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი” (სამეცნიერო ხელმძღვანელი: რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. შემფასებლები: 1. არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. 2. ირაკლი…

13.06.2019 | 15:50
ერისთავების სასახლის და ერკეთის ტაძრის აღდგენა დაიწყო

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორა-ბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ფონდი „ქართუს“ ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, ფონდი „ქართუ“-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება. „დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ…

13.06.2019 | 15:23
გარეჯობა

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სამონასტრო კომპლექსში საზეიმო ლიტურგია უკვე დასრულდა, ამ წუთებში კი სახალხო ზეიმის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება აღინიშნება. – 1tv

13.06.2019 | 15:13
დავით გარეჯელის ხსენების დღე აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. გარეჯის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს დილიდან. საეკლესიო დღესასწაულთან ერთად, დღეს სახალხო დღესასწაული გარეჯობაც იმართება. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. – 1tv

Τα σημαντικότερα νέα