ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.06.2019 | 14:54
დავით გარეჯის ლავრაში მამადავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს

დავით გარეჯის ლავრაში მამადავითობის დღესასწაულზე მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ. დავით გარეჯელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ლუკა აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ მრევლსა და მომლოცველებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი მიმართავს. დღესვე დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის კოშკთან გაიმართება სახალხო დღესასწაული დავით გარეჯობა. – 1tv

12.06.2019 | 14:37
უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი – ტომოსს არ ვიღებთ, ჩვენ მისი შინაარსი არ ვიცოდით

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მინიჭებულ ტომოსს არ მიიღებს, რადგან მისი შინაარსი არ იცოდა. ამის შესახებ განცხადება ფილარეტმა უკრაინულ მედიასთან გააკეთა. „ამ ტომოსს არ ვიღებთ, რადგან არ ვიცოდით ტომოსის შინაარსი. ეს რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ავტოკეფალიას ხმას არ დავუჭერდით, რადგან არ გვსურს, ერთი დამოკიდებულებიდან, მეორეზე გადასვლა. მოსკოვის საპატრიარქო მოსკოვის…

12.06.2019 | 11:36
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ძი იენჩი და საელჩოს ატაშე ბ-ნი ჩენ უიძძუინი მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მთავარი მენეჯერი, ბ-ნი ლაშა ჟვანია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ბ-ნი ძი…

11.06.2019 | 13:32
კონფერენცია “რელიგიური თავისუფლების პოზიტიური მხარე”

6 და 7 ივნისს ბუქარესტში, რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „რელიგიური თავისუფლების პოზიტიური მხარე: როგორ შეიძლება ჩაერთოს სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში“. კონფერენციაში: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ევროკომისია, რუმინეთის, ფინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ესტონეთის, ნორვეგიის, საქართველოსა და აშშ-ის ქვეყნები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია. რელიგიის სააგენტოს…

11.06.2019 | 13:26
შეხვედრა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის წინამძღვართან

  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია განაგრძობს სამუშაო ვიზიტს რუმინეთის სახელმწიფოში. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ, შეხვედრა გამართა ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის წინამძღვართან, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოს ვარლამთან. შეხვედრაზე გიორგი უკლებამ ისაუბრა საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ხაზ გასმით აღინიშნა რუმინეთის რელიგიის საკითხთა…

10.06.2019 | 12:14
დეკანოზი დავით ქვლივიძე ლგბტქ პრაიდის კვირეულზე – ეს რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს

ეს რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ლგბტქ პრაიდის კვირეულში მონაწილეობა, სასიკვდილო ცოდვაა. „ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. ამის გამო ინგრეოდა უდიდესი…

09.06.2019 | 13:48
ილია მეორემ ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა

ბოდბეში, ახლად გახსნილ ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პანაღიით დააჯილდოვა, ხოლო ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა. პატრიარქმა დღეს ასევე სიგელებით დააჯილოდოვა ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობაში და სასულიერი პირები. ბოდბის დედათა მონასტერის ახლად გახსნილ ტაძარში წირვაზე საქართველოს პრეზიდენტი…

09.06.2019 | 13:42
ილია მეორე – მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში

მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქაგადებისას განაცხადა. „დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს. აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა ბოდბეში, მან ააშენა წმინდა…

09.06.2019 | 13:36
საზეიმო ლიტურგია ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში

ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში დღეს პირველ წირვას ატარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. წირვის დაწყებამდე მღვდელმთავრებმა წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს. ილია მეორესთან ერთად ბოდბეში წმინდა სინოდის წევრებიც ჩავიდნენ. – 1tv

Τα σημαντικότερα νέα