ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.02.2023 | 16:49
გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ.

გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება – ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის…

15.02.2023 | 16:30
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკო-ს დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ იუნესკო-ს დასკვნაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს ერთობლივი დასკვნაა და შედგენილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, „ICOMOS“-ისა და „ICCROM“-ის მიერ გელათში ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზე. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფი სამინისტროს მიერ 2022 წლის ივლისში გაგზავნილი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, ექსპერტთა ჩამოსვლა კი მხოლოდ…

14.02.2023 | 18:41
სანთლების კურთხევის წესი ”მირქმა-მიგებების” დღესასწაულთან დაკავშირებით

წინათქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული; კერძოდ, ძველ საღვთისმსახურო წიგნთა მონაცემების გათვალისწინებით და ჩვენს რეგიონებში, განსაკუთრებით კი სვანეთში, დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ მიხედვით. სვანეთში შემორჩენილ ტრადიციაში განსაკუთრებულია ბავშვების როლი, რაც შემდეგში მდგომარეობს: კერძოდ, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ბავშვთა გუნდი, ანთებული სანთლებით, მაცხოვრის განდიდებითა…

13.02.2023 | 18:22
ცოდნა ძალაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და თბილისის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ორგანიზებით, გაიმართა კონკურსი სახელწოდებით ,,ცოდნა ძალაა”. კონკურსის ფინალური შეხვედრა შედგა 12 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც დაჯილდოვდნენ შემეცნებითი…

13.02.2023 | 18:19
2023 წლის 9 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას დაესწრნენ საერო და სასულიერო პირები, საპატრიარქოს თანამშრომლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და ფილიალების წარმომადგენლები, უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის წარმომადგენლები. ღონისძიება მიზნად ისახავდა საპატრიარქოსა და უსინათლოთა კულტურის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ერთობლივი დისკუსია. ღონისძიებამ მეტად თბილ გარემოში ჩაიარა და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცებისათვის. საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”, გადაცემა “ერთსულოვნების დილა”…

07.02.2023 | 17:35
2023 წლის 2- 5 თებერვალს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) პროექტის – „ააშენე საქართველო“ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს

2023 წლის 2- 5 თებერვალს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) პროექტის – „ააშენე საქართველო“ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა. პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, რათა მათ ერთობლივად შეიმუშაონ არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. პროექტის ფარგლებში გაიმართება დისკუსიების 4 რაუნდი და საერთო ფორუმი თითოეული დისკუსიის შემდგომ. მტკიცებულებებზე…

07.02.2023 | 17:32
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს მის ყოვლადუწმინდესობას, კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, შეძრული ვართ მომხდარი ტრაგედიით, დიდია მწუხარება და ტკივილი, რომელიც მოიტანა დამანგრეველმა მიწისძვრამ. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი სამძიმარი და გადასცეთ იგი გარდაცვლილთა ოჯახებს. ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისთვის. ,,თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და…

07.02.2023 | 14:45
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მწუხარება გამოთქვა 2023 წლის 6 თებერვალს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სტიქიის შედეგად ორი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 10 ათასი დაშავდა, ასობით სახლი დაინგრა. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად თურქეთისა და სირიის რეგიონები დაზარალდნენ. მის აღმატებულებას ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო…

06.02.2023 | 15:46
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი თურქეთის პრეზიდენტს

მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად…

Τα σημαντικότερα νέα