ა.წ. 21 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, ბ-ნი სტანისლავ კარჩევსკი, სენატის წევრები და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყნები და მსოფლიო დგას. ბ-ნმა სტანისლავ კარჩევსკიმ ისაუბრა ქვეყანაში ქრისტიანობის გავლენაზე და აქედან…
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე: როგორც შეაფასებდით ინსტიტუტების საქმიანობას – რესპონდენტთა 20%-მა აღნიშნა, რომ საქართველოს მრთლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 41% ეკლესიის საქმიანობას კარგად, 21% საშუალოდ, 6% ცუდად, 1% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 10%-მა გასცა. მეორე ადგილს იუსტიციის სახლები იკავებს. კერძოდ,…
თბილისში, სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრო. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ადამიანები სამების ტაძრამდე მსვლელობით მივიდნენ. ავტორი – ირაკლი გედენიძე / 1tv
ზოგიერთმა მიიჩნია, რომ 17 მაისს ოჯახების დალოცვა ვიღაცების წინააღმდეგ იყო, წინააღმდეგობა არ გვაქვს, გვაქვს დარდი საქართველოზე, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება: „ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! 17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი…
15 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სადისერტაციო საბჭოს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. სადისერტაციო საბჭოს წევრებმა განსაზღვრეს დოქტორანტ ცოტნე ჩხეიძის სადისერტაციო ნაშრომის: „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ (თემის ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, რუსთველი მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე (გამრეკელი) დაცვის თარიღი და სადისერტაციო კომისიის შემადგენლობა….
2019 წლის 13 მაისს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, პლენარული სხდომა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სასწავლებლის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორმა, პროტოპრესვიტერმა ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, რაც სასულიერო აკადემიის სამეცნიერო პოტენციალის გამოხატულებაა და მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა. წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა თეოლოგიის, ეკლესიის ისტორიის, ფილოლოგიის, არქიტექტურის…
გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. „უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ…
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. საზოგადოების ნაწილმა, მრევლმა და სასულიერო პირებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის, ხალხს და სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შემდეგ კი გაიმართება კონცერტი. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღოდათ, რომელსაც სასულიერო პირებმა და…
ოჯახის დალოცვისა და კურთხევის მიმართ არის ან დაცინვა ან ცინიკური დამოკიდებულება ან საერთოდ იგნორირება. რაც წინა წლებშიც ხდებოდა – 15-20 კაცის გამოსვლა, რომელიც მომხრეა გარყვინელების და 100 და 2000 კაცის მიჩქმალვა, ამას დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებების დაცვას“, – ამის შესახებ რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ჩატარებული პარაკლისის შემდეგ…