ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობას მრევლი და სასულიერო პირები იღებენ. “ილოცება ჩვენი დედაქალაქი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიისა და აწყურის ხატებით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სიწმინდეა ჩვენი ერის. დედაქალაქი ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი დანარჩენი საქართველოსთვის თავისი სიქველით, სიკეთით. ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ღვთისმშობლის აწყურის ხატთან ერთად მოგზაურობა. ეს მოგზაურობა…
დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე დაძაბულობას ან რაიმე დაპირისპირებას არ ელოდებიან. როგორც დეკანოზმა მსვლელობის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ოჯახის სიწმინდის დღე არის დღე, როცა ადამიანები ამბობენ – „არა ძალადობას”. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის, ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც ადამიანები ვამბობთ, რომ არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა…
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობას სხვადასხვა ანსამბლი მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა, კოტე სვანიძემ განუცხადა, კონცერტი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. „გამოვლენ „ერისიონი“, „რუსთავი“, „სუხიშვილები“ და სხვა. ღონისძიებას ექნება ნაციონალური პროგრამის სახე, ანსამბლების დატვირთვით და ნაკლებად იქნებიან სოლო შემსრულებლები“, – განაცხადა სვანაძემ. სვანაძის თქმით, პროგრამა კონცერტის დაწყებამდე ცნობილი არ გახდება. კონცერტი დღეს, სამების საკათედრო…
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სასულიერო პირთა ნაწილი და რიგითი მოქალაქეები აქციას მართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა განუცხადა, აქციის მთავარი მიზანია მთავრობამ და საზოგადოებამ გაიგოს, რომ „ქართველი ერი წავა ყველა იმ ცოდვის წინააღმდეგ, რომელიც გადაშენებას, შთამომავლობის გარყვანას უწყობს ხელს“. დეკანოზის განცხადებით, შეკრებილი მოქალაქეები მშვიდობიანი ფორმით აფიქსირებენ თავიანთ აზრს. „ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი და მიზეზია ის, რომ…
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა მიმდინარეობს. პროცესიას წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღვის, რომელიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში იმ გზაზე გამოატარეს, რომელიც გადმოცემის მიხედვით საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა. მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დახვდება და პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც კონცერტი…
ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მსვლელობაზე საუბრისას. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის – ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც ადამიანები ვამბობთ, არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა ადამიანის დაჩაგვრას. ადამიანი, რომელიც ოჯახში გაიზრდება, რომელსაც ჩვენ გავზრდით ოჯახში და…
გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ოჯახში სიწმინდის დღე აღინიშნება და ეკლესია ადამიანებს მოუწოდებს, მისი ბრძოლის მეთოდი მშვიდობიანი იყოს. „დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა. ეს მშობლების პატივისცემისა და ოჯახური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის კეთდება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრისკენ იგეგმება, სადაც მისი უწმინდესობა…
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. „მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის…
“კარიბჭის” მკითხველმა უკვე იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის – მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი. “კარიბჭის” გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას იმის შესახებ, რომ ტაძრის მშენებლობას ჩვენი დახმარება სჭირდებოდა არაერთხელ მოჰყვა მკითხველების რეაგირება და მათი დახმარებით ტაძარი ამ მდგომარეობამდეა მიყვანილი. მაგრამ ამ ეტაპზე…