ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა. „უფალი ბრძანებს, და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ეს ეკლესია ყოვლადწმინდა…
ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული, ყველაზე დიდი სიმაღლე ჩვენი ქვეყნისა იყო მაშინ, როდესაც სასულიერო და საერო ხელისუფლება ერთად იყვნენ, თანამშრომლობდნენ, იყვნენ თანამოაზრენი და ერთსულოვნება აერთიანებდა მთელს ქვეყანას, – ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. „მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი საერო ხელისუფლება…
ჭეშმარიტი ქართველი ქალი თავისი ლოცვით, სიყვარულით მალამოდ ედება ოჯახისა და ერის წყლულებს, – ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა. როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, საქართველო მენელსაცხებლე დედების სიმრავლით გამოირჩევა. „როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს, თითქმის ყველა მოწაფე მამაკაცი გაიფანტა. ჯვარცმულ ქრისტესთან იყო მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი და…
მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლეს. შვიდი ბავშვი ეკლესიის შვიდი სათნოების აღსანიშნავად მოინათლა. შვიდივე ჩვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლულია. ნათლობა ტაძრის სანათლავში გაიმართა. მონათლულებს შორისაა ძალოსნის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის შვილი. ნათლობის ცერემონია არქიმანდრიტმა ეგნატემ და დეკანოზმა შალვამ საზეიმო წირვის პარალელურად ჩაატარეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა. ილია მეორე ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს. წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, დღეს, 12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე აღინიშნება. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის…
მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, – ამისი შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა. ღვთის წყალობით, ამ დროისთვის გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერიც და მნახველებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ქართული კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის მოლოცვა. იმედს ვიტოვებთ, დემარკაციის პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, – აღნიშნულია…
12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება. საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღავლენს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება….
ა.წ. 9 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილი და დიდ ბრიტანეთში აკრედიტირებული ევროპისა და ლათინო-ამერიკის ქვეყნების დიპლომატები მიიღეს. ისინი ჩვენს ქვეყანას საქართველოს მეგობრების დიპლომატიური ტურის ფარგლებში ეწვივნენ. ელჩებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი…
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის – 12 მაისის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო. მთავრობის განკარგულების მიხედვით, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით, დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო…