ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.05.2019 | 19:49
საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” ორგანიზებით ირინე ენუქიძის სახლთან გამწვანების ღონისძიება ჩატარდა

ა.წ. 16 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) ორგანიზებით ქალბატონ ირინე ენუქიძის სახლთან გამწვანების ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოჯახის ახლობლებმა, მეგობრებმა, ფონდის პარტნიორებმა, – შპს. ,,მწვანე სახლმა”(დირექტორი მირიან მდივანი) და ,,ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ” (ხელმძღვანელი რეზო ბეჟაშვილი). ირინე ენუქიძე იყო სამაგალითო ადამიანი, ღირსეული დედა და მეუღლე. იგი როგორც სამართლიანობისთვის თავგანწირვით…

16.05.2019 | 19:43
16 მაისს საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა

ა.წ. 16 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა. დღეს ჯვრისწერის საიდუმლო 500-ზე მეტი წყვილისთვის შესრულდა, რომელთაც ოჯახი შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი ჯვარი 120-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა. ვულოცავთ მათ ამ გამორჩეულ დღეს…

16.05.2019 | 19:25
დეკანოზი გიორგი კიკვაძე – ვფიქრობთ, 17 მაისის მსვლელობაში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რადგან ოჯახი ის უპირველესი ღირებულებაა, რომელზეც სახელმწიფო დგას

დეკანოზ გიორგი კიკვაძის განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გასამართ მსვლელობაში მონაწილეებს, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს, შემდეგ კი პარაკლისს აღავლენს. დეკანოზის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდგომაც სამების საპატრიარქო ტაძრის გალავანთან კონცერტი გაიმართება. „ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს ამ…

16.05.2019 | 11:41
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი…

15.05.2019 | 14:53
ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს – ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძის გამოსვლას ეხმაურება

17 მაისს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მომღერლები მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანმა კი ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათ შორის არის თამარ ჭოხონელიძე, რომელიც განმარტავს მიზეზს, თუ რატომ თქვა უარი აღნიშნულ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე. როგორც მომღერალმა გადაცემა რეაქცია”-ში სტუმრობისას თქვა, მან ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ…

15.05.2019 | 14:34
17 მაისს, 13 საათზე, სამების ტაძარში მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება – ჯვარს 150 წყვილი დაიწერს

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს,13 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება – ჯვარს 150 წყვილი დაიწერს. საყოველთაო ჯვრისწერები 2016 წლიდან უწმინდესის კურთხევით და ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით იმართება. შეგახსენებთ საპატრიარქოს განცხადებას საყოველთაო ჯვრისწერებთან დაკავშირებით. ეს განცხადება 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა: “როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოების” ორგანიზებით დაიწყო საყოველთაო ჯვრისწერები, რაც სრულიად…

14.05.2019 | 16:08
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათენის უნივერსიტეტის პროფესორი და ქართველი სტუდენტები მიიღო

  ა.წ. 10 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ხრისტოს კარაიანისი და ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ქართველი სტუდენტები მიიღო. პროფესორმა ხრისტოს კარაიანისმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და დამსწრეთ გააცნო მის მიერ გამოცემული წიგნი, რომელიც ეძღვნება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან არსებულ საცავში აღმოჩენილ შეწირულობებს, რომელთა შორის არის ქართული გარდამოხსნები,…

13.05.2019 | 16:01
მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა

ქრისტე აღდგა! გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი, რომლის სახელზეც აშენებულია ეს წმინდა ტაძარი, შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ჩვენთან არს ღმერთი! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი სიტყვა: თქვენო აღმატებულებავ, ქ-ნო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბ-ნო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, უფალი ბრძანებს, ,,აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას”. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით, აღვაშენეთ…

13.05.2019 | 11:48
აუცილებლად წაიკითხეთ!!! ღვთისმშობელმა აკურთხა ქართველთა ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის, თუნდაც ის მარცხით დასრულებულიყო.

  ეს საგულისხმო ამბავი კი XIX საუკუნის საქართველოში მოხდა. 1812 წელი იდგა. თურქეთში გაქცეული სოლომონ II იმერეთში დაბრუნებას და იქიდან რუსის ჯარის განდევნას აპირებდა. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა. ხატების წინ იფიცებდნენ სოლომონ მეფის ერთგულებაზე, აღთქმას დებდნენ, რომ რუსებს არ დაემორჩილებოდნენ. თუმცა ყველა ასე როდი იყო განწყობილი. მარელისელ მღვდელს, მეფე სოლომონის კარზე მიღებულ მოძღვარს, მამა ბესარიონ ქიოტიშვილს…

Τα σημαντικότερα νέα