პეტრო პოროშენკომ კიევის პატრიარქ ფილარეტს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამის ბრძანებას პეტრო პოროშენკომ უკვე მოაწერა ხელი. „პატრიარქი ფილარეტი იყო, არის და იქნება უკრაინის ეკლესიისა და უკრაინელი ხალხის სულიერი ლიდერი“, – ასეთი განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა ბრძანებაზე ხელის მოწერის დროს. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის პატრიარქ ფილარეტის…
ჩვენ უკრაინის ავტოკეფალიაზე ეკლესიის პოზიციას ველოდებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი. „ვინ ამბობს, რომ ქართულმა მხარემ პოზიციის დაფიქსირება გააჭიანურა. ჩვენ ბუნებრივია, ველოდებით ეკლესიის პოზიციას. არ შეიძლება, მე გავაკეთო კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია. ამაზე ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არის…
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა და სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას. სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, მამუკა ბახტაძემ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს…
საშობაო ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც თითოეულს გვაწუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამების ტაძარში, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა. „მინდა, ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. განსაკუთებით, მინდა მიულოცო ჩვენს ემიგრანტებს. საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს…
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შობის დღესასწაული მიულოცა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
ა.წ. 7 იანვარს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ,,ალილოობა“ მოეწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს საპატრიარქოსთან შეხვდა, დალოცა ისინი და საჩუქრები გადასცა. ძღვენი, რომელიც გზადაგზა შეგროვდა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებსა და საპატიმროებში გაიგზავნება. აღსანიშნავია, რომ ალილოს მსვლელობის ტრადიცია მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით აღდგა და ათ წელზე მეტია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში ტარდება.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ტომოსის გადაცემის შემდეგ ეკლესიაში შეკრებილებს სიტყვით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ მიმართეს. ტომოსის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. მან უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემას ისტორიული მოვლენა უწოდა….
საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ ,,მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს,” რაც ნიშნავს…
ა.წ. 4-5 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში საზეიმო მიღებები გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ბ-ნმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტარებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა და უბრალო მრევლმა. სტუმრებმა მის უწმინდესობას ქვეყნისთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. კათოლიკოს-პატრიარქმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ყველას და…