ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.01.2019 | 0:38
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – კონსტანტინოპოლიდან ჩამობრძანებული მიტროპოლიტი პატრიარქს შეხვდება, თუმცა ამ შეხვედრის მიზანი არ არის ის, რომ ხვალვე დასრულდეს შედეგით

კონსტანტინოპოლიდან ჩამობრძანებული მიტროპოლიტი პატრიარქს შეხვდება, თუმცა ამ შეხვედრის მიზანი არ არის ის, რომ ხვალვე დასრულდეს შედეგით და ითქვას, დავუჭერთ თუ არა მხარს ამ გადაწყვეტილებას, შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა. „ის, რომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩამობრძანდა საქართველოში, ეს გასაკვირი არ არის…

30.01.2019 | 0:35
ირაკლი კობახიძე – რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც სასულიერო აკადემიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აკადემიის პედაგოგებს, სტუდენტებსა და სასულიერო პირებს აკადემიის იუბილე მიულოცა. „რწმენა და ცოდნა – ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც თბილისის სასულიერო აკადემიაში. აკადემიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ეკლესიის აღორძინებაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ…

30.01.2019 | 0:30
მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან.ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში დაუდასტურეს, თუმცა ვიზიტის კონკრეტული დეტალები და მიზანი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ წუთებში თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდებიან და საუბარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას შეეხება.

29.01.2019 | 19:30
გარდაიცვალა მღვდელი ისიდორე ბუხაიძე

43 წლის ასაკში ღმრთივმიიცვალა ქუთაისის წმიდა მოწამის კალისტრატეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ისიდორე ბუხაიძე. იგი გახლდათ ჭეშმარიტად ზნეობრივი, პატიოსანი, ღრმად განსწავლული (საეკლესიო ტიპიკონის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე), თავმდაბალი პიროვნება და სასულიერო პირი… გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ახალშესვენებული მღვდელი ისიდორე. (karibche.ambebi.ge)

29.01.2019 | 19:18
საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის

საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოს პატრიარქს ხვალ შეხვდება. ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. „აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტმა მკვეთრად შეცვალოს ჩვენი პოზიცია. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და…

28.01.2019 | 14:57
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ა.წ. 28 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ტადაჰარუ უეჰარა და მისი მეუღლე მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ელჩის განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას ბევრი საერთო აქვთ, უპირველესად კი ის, რომ ორივე ქვეყანა გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით. მისმა უწმინდესობამ ელჩს ვიზიტისთვის მადლობა…

28.01.2019 | 14:51
ჯვრის მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობა განახლდა

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა განახლდა. მოვაჭრეებმა იქ განთავსებულ დახლებზე საკუთარი პროდუქცია დღეს დილიდან განალაგეს. მათი განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე მათ არახელსაყრელი წინადადება შესთავაზეს, რადგან ტერიტორია, სადაც გარევაჭრობის უფლებას მისცემენ, მოშორებით და ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც ტურისტებს გავლა არ უწევთ. მოვაჭრეების თქმით, რამდენიმე დღით საქმიანობის შეჩერებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნათ, ამიტომ ვაჭრობის გაგრძელება გადაწყვიტეს. ჯვრის მონასტრის…

27.01.2019 | 16:58
პატრიარქის ქადაგება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ტაძრებში 10 საათიდან დაიწყო. მსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს–პატრიარქი უძღვებოდა. ილია მეორემ დღევანდელი თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოგვიანებით კი მისმა უწმინდესობას მრევლს ქადაგებით მიმართა და მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა. სიონის ტაძარში დღეს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს. სიწმინდის მოლოცვა, მსურველებს დღის ბოლომდე შეეძლებათ. წმიდა ნინოს ხსენებას…

27.01.2019 | 16:54
ილია მეორე – ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიოსთან ერთად წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი, მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს და სრულიად საქართველოს ნინოობა მიულოცა. ამასთან, პატრიარქმა ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს ნინოობას. წმინდა…

Τα σημαντικότερα νέα