ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.04.2019 | 16:33
რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. „დღეს ყველა ქართველი მართლმადიდებელი დღესასწაულთა დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. აღდგომა ქრისტიანთათვის უდიდესი დღეა – მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს…

29.04.2019 | 16:29
დავით გარეჯში ჩასული მოქალაქეების და სამოქალაქო აქტივისტების ერთ-ერთ ტაძართან მისვლას ხმაური მოყვა

დავით გარეჯში ჩასულმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ერთ-ერთ ტაძართან, ჩიჩხატურთან მისვლა გადაწყვიტეს, რის გამოც ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაური იყო. როგორც „რუსთავი2“ იუწყება, აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არც ქართველმა და არც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არ მისცეს. „გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაციის მეტი ესკალაცია არ მოხდეს, ჩვენმა მესაზღვრეებმა გვთხოვეს, რომ გარკვეული ტერიტორია არ გადაგვეკვეთა და ვითვალისწინებთ ამ პოზიციას….

28.04.2019 | 13:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისა ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ქრისტე აღდგა! ,,მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა,…

27.04.2019 | 17:05
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. მოციქულთა…

27.04.2019 | 17:01
მართლმადიდებლები დღეს, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, დღეს, მართლმადიდებლები ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან. ნიშნად უფლის მოწყალებისა ზეციური ცეცხლის გადმოსვლას უფლის საფლავზე მორწმუნეები ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ამისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში შევა და საფლავი დაიხურება. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის…

27.04.2019 | 16:58
მეუფე დანიელი – ეს არის დღე, როდესაც ყველამ მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს და იფიქროს, რომ მისი ცხოვრება იყოს ჭეშმარიტების სამსახურში

ეს არის დღე, როდესაც ყველა ადამიანმა კიდევ ერთხელ მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს და იფიქროს, რომ მისი ცხოვრება იყოს ჭეშმარიტების სამსახურში და რომ ცოდვით კიდევ არ დაამძიმოს არც ღმერთი, არც ქვეყანა და არც საკუთარი თავი, – ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ განუხადა. მეუფე დანიელმა…

26.04.2019 | 20:09
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა [ფოტო-ვიდეო]

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვას და დატირებას ასახავს. რიტუალი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, უწმინდესმა სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა. გარდამოხსნა ტაძარში სამჯერ შემოატარეს, რის შემდეგაც ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ სპეციალურ სადგამზე…

26.04.2019 | 20:01
წითელი პარასკევი

ვნების შვიდეულის პარასკევი, მორწმუნეთათვის ყველაზე მძიმე დღეა. ეკლესია-მონასტრებში დღეს შესრულებულ ღვთისმსახურებაზე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებენ. დიდი პარასკევის მსახურება 14:00 საათზე ჩატარდა, რადგან გადმოცემით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. განსაკუთრებით ბევრი მორწმუნეა დღეს იერუსალიმში, სადაც ჩვენი კორესპონდენტი სოფო მთივლიშვილი იმყოფება, ის ქართველ პილიგრიმებთან ერთად მონაწილეობდა სიმბოლურ მსვლელობაში, „ვია დოლოროსაზე“ –…

26.04.2019 | 19:51
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდ ხუთშაბათს (25.04.2019)

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას. დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღე, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის იუდა ისკარიოტელიც. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდას ზიარების შემდეგ მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში. საერთოდ, ლოცვისას ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, ეს არის მწუხრზე, ცისკარზე…

Τα σημαντικότερα νέα