საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 41-ე იუბილე მიულოცა. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღევლინა. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ღვთისმსახურებაში წმინდა სინოდის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. საზეიმო წირვას…
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია მიმდინარეობს. თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე…
25 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41-ე წელი სრულდება. მისი ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს უწმინდესს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და მრავალჟამიერ სიცოცხლეს უსურვებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრარქის ინტრონიზაცია წმინდა სპირიდონ ტრიუმიფუნტელის ხსენების დღეს აღესრულა….
ა.წ. 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბ-ნი ლევან დავითაშვილი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ბატონმა მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიწა უდიდესი საუნჯეა და მას სჭირდება მოფრთხილება და სწორი გამოყენება. შეხვედრაზე ასევე განხილულ…
თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსება ისევე, როგორც ქვეყნის უახლეს ისტორიაში არაერთი უმთავრესი მოვლენა, უკავშირდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელს. სასულიერო აკადემია დღეს საქართველოში უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებელია, რომელიც ემყარება რწმენისა და ცოდნის ერთიანობას. აქ ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული საღვთისმეტყველო განათლება და სამეცნიერო კვლევა-ძიება. ეს არის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს აკადემიის საგანმანათლებლო სისტემას. 21 დეკემბერს…
ა.წ. 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის მიზანი ქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა. პროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მონაწილეობენ. ,,ქართული ღორი და საქართველოს ბუნება და გარემო პირობები უნიკალურია. ამასთანავე, ქართული ღორი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხის ხორცით…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს, 12:00-ზე გაიმართება. სინოდის წევრები “ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე” იმსჯელებენ. სხდომას საქართველოს პატრიარქი უხელმძღვანელებს. “განიხილება ეკლესიის წიაღში მიმდინარე საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის საეკლესიო საკითხების განხილვას”, – უთხრა ინტერპრესნიუსს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. კიევში ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად,…
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღეს არის ხსენება წმინდისა დიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა. მრავალი წმინდანი ჰყავს ღმერთს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია. იგი ცხოვრობდა IV საუკუნეში. საერთოდ IV საუკუნე მდიდარია თავისი სულიერი მამებით. I და II მსოფლიო კრება შედგა IV საუკუნეში; სარწმუნოების სიმბოლო, მრწამსი (,,მრწამს ერთი ღმერთი“)…
2018 წლის 18 დეკემბერს სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულების ელდემ ეხვაიას სამაგისტრო ნაშრომის: „წმინდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის როლი ხატმებრძოლეობის ერესის საქმეში“ და ვახტანგ ყოლბაიას სამაგისტრო ნაშრომის: ,,წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ანტიარიანული მოღვაწეობის ისტორია“. ორივე თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, რეცენზენტი: ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან წიქვაძე. დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის…