დღეს, 18 აპრილს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ორგანიზაცია „მამული, ენა, საწრმუნოება – ივერიელნის“ წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით ეწყობა კონფერენციათა ციკლი სახელწოდებით: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“. დღეს ამ ციკლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წარმოდგენილი იყო თემა: „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვე მდგომარეობა და საფრთხეები“. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრეს იმ საფრთხეებზე,…
17 აპრილს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის. XI-XII კლასის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ვიზიტის მიზანი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ აბიტურიენტთა ინფორმირება. სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს სასწავლო პროგრამები, სასწავლო პროცესი, მიაწოდეს…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან. როგორც ორგანიზაცია “პილიგრიმ ტურსის” დირექტორმა ცისანა (ციცო) გემაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომლოცველები ისრაელში ხვალ, გამთენიისას გაემგზავრებიან, წმინდა ცეცხლი კი საქართველოში შაბათს, 27 აპრილს, ღამის თორმეტი საათისთვის იქნება. “მთელი ვნების კვირეული ჩვენ ვიქნებით წმინდა…
ეს დღესასწაული თან ზეიმია და თან არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერთგულებაზე და ადამიანის ცვალებადობაზე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიომ ბრძანა, ხშირად ადამიანებს ჩვენს მიერ დამახინჯებული სახარება გვაქვს და იმით ვცხოვრობთ,…
სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს ეკლესიურები არიან, თითქოს არიან მორწმუნეები, მაგრამ მაშინდელი ებრაელების მსგავსად მიწიერ კეთილდღეობას ეძებენ იესო ქრისტესგან და როდესაც დგება ჟამი სნეულების ან გარდაცვალების, ასეთი ადამიანები უარყოფენ ყველაფერ იმას, რაც უფალმა სულის გადასარჩენად გამოუგზავნა, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. მეუფე…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა. ექიმის თქმით, ილია მეორე გაციებულია და ამიტომ ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ დარჩენილიყო საპატრიარქოში. მისივე ინფორმაციით, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ექიმთა რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება. დღეს, ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში არ იმყოფებოდა…
ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი, ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთში, სნაგოვოში 1697 წელს რუმინულ ენაზე გამოცემული სახარება შეემატა. „საქართველოში, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი წიგნი დაიდებს ბინას – სნაგოვში 1697 წელს გამოცემული სახარება რუმინულ ენაზე. წიგნი რუმინეთში აღმოჩნდა და მოლაპარაკებების შედეგად შევიძინეთ. მისი პირველადი რესტავრაცია დასრულდა და უკვე შეგვიძლია, საზოგადოებას ვამცნოთ…
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ძალოსნები მიიღო და დალოცა. საპატრიარქოში დღეს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. — 1tv.ge