ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.12.2018 | 16:01
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ერთაშორის მშვიდობისა და მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ა.წ. 11 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ერთაშორის მშვიდობისა და მეგობრობის გაღრმავების საქმეში სიბრძნითა და პირადი ავტორიტეტით შეტანილი წვლილისთვის გადაეცა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდო. აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციის საპატიო ჯილდოს პირველი მფლობელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.

10.12.2018 | 19:09
საქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამობრძანდა

ა.წ. 10 დეკემბერს, შუადღისას, რუსეთიდან საქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამობრძანდა. იღუმენია თამარ მარჯანიშვილი 1869 წელს დაიბადა. მან სასულიერო მოღვაწეობა 1899 წელს ბოდბის მონასტერში დაიწყო, თუმცა 1907 წელს რუსეთში გაიწვიეს. 1910-1912 წლებში ღირსმა თამარმა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ სერაფიმო-ზნამენსკის სკიტი ააშენა. 1931 წელს იგი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს 1924 წლის აჯანყების ხელმძღვანელებთან კავშირი, რის…

10.12.2018 | 19:01
ილია მეორე: შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რწმენა გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი იმდენად არ დაეცემა, რომ შური იძიოს. თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვდება პრეზიდენტის ინაუგურაციას, როდესაც ქვეყნის მთავარსარდლად პირველად აირჩიეს ქალი, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილებები დასასრულს უახლოვდება. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს კახეთში გაიმართება….

08.12.2018 | 23:48
ილია მეორემ ნიკა რურუას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

50 წლის პოლიტიკოსი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი დედამ იპოვა. თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 4 დეკემბერს გარდაიცვალა. „ჩვენ მოვიტანეთ…

07.12.2018 | 17:52
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი

7 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი, რომელიც აღავლინა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად. პანაშვიდს ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და აკადემია-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სასწავლებლის ადმინისტრაციის თანამშრომლები. პანაშვიდის დასასრულს რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიდაძემ ისაუბრა აწ გარდაცვლილ პროფესორთა ღვაწლზე,…

07.12.2018 | 17:47
აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობის გრაფიკი

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი მოლოცვითი და საგანმანთლებლო პროგრამა 2016 წლის 22 დეკემბრის სინოდის სხდომაზე დადგინდა 2017-2018 წლებში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოლოცვითი მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც 2017 წლის მაისში სტეფანწმინდის რაიონიდან დაიწყო და ლოცვით გააერთიანა მთელი საქართველო….

05.12.2018 | 16:43
ანჩისხატი – ღვთისმშობლის შობის ტაძარი

ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. გადმოცემით, ეს უძველესი ტაძარი უნდა იყოს “მოქცევაჲ ქართლისაჲს” ქრონიკაში მოხსენიებული “მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ”, აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში. “საუნჯე გეს” მიხედვით ვგებულობთ, რომ ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან…

04.12.2018 | 19:43
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პროფესორ- მასწავლებელთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ინტელექტუალურ წინსავლაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის მიერ მოწვეულმა გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერებმა ფილოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის და სხვა სამეცნიერო დარგების აღიარებულმა მკვლევარებმა. მათმა ერთგულმა, უშურველმა და გულწრფელმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურთა აღზრდა – განათლებას. ბევრი მათგანი სასულიერო სასწავლებლის დაარსების სათავეებთან იდგა. ჩვენი ქვეყნის…

03.12.2018 | 16:04
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

ჩვენთან არს ღმერთი სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: ,,ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“. რას ნიშნავს ეს? ჩვენ უნდა ვიტვირთვოთ სიმძიმე ჩვენი ახლობლისა თუ უცხო ადამიანისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ხედავს ყოველ ადამიანს, ხედავს მის გაჭირვებას. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ვერ უძლებს ადამიანი იმ განსაცდელს,…

Τα σημαντικότερα νέα