ადამიანი თავისი ცხოვრებით გარდაცვალებისთვის, ამ საიდუმლო დღისთვის უნდა ემზადებოდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს, სრულიად საქართველოს მირქმის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ ისაუბრა. პატრიარქმა წმინდა სახარებიდან ადგილი გაიხსენა, თუ როგორ მიეგება მართალი სვიმეონი ყრმა…
პატრიარქის და, დედა ნატალია დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეკონომოსია და იგი არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. პატრიარქის მდივანმა კომენტარი გააკეთა გუშინ მედიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეკონომოსი თბილისში მოქმედ 200–ზე მეტ ეკლესიას ყავს. „ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საზოგადოების ნაწილის სიცრუით გამოკვებას….
ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობისას, საპატრიარქო მედიაციის როლის შესრულებას ითხოვს, – ამის შესახებ ოჯახური ძალადობის რეგულაციებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა, გიორგი ფირცხელანმა განაცხადა. ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაში ასევე თეოლოგი ალექსანდრე გვაზავა და ფონდის „სავსე გულით“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭილაშვილი მონაწილეობდნენ. მამა გიორგის თქმით, სამართალდამცველების ხისტი დამოკიდებულების…
განა მაცხოვარი ჯვარს არ აცვეს ან დღეს ჩვენი უდიდესი შეცოდებებით არ ვუპირისპირდებით, უფალს?! ამაზე უნდა ვიგლოვდეთ და არა იმაზე მამრეს მუხა რომ წაიქცა. მას კვლავ წამოაყენებენ. ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ცნობამ, მამრეს მუხის წაქცევათან დაკავშირებით, საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამის შესახებ განმარტება ვთხოვეთ ბათუმის წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შიო პაიჭაიძეს: -მამრეს მუხა მდებარეობს,…
მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვალს უვერცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიანესი (251); ასევე მოწამეთა, რიფენე კვიზიკელისა.ილია არდუნისის და ნიკიტა ნოვგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვერცხლონი, კვიროს და იოანე და მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი…
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება 8.02.2019 წ. 2019 წლის 7 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო აკადემიის პედაგოგის, ბ-ნ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედიასივრცეში გავრცელებული მოსაზრებები ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ამონარიდები გოჩა ბარნოვის მიერ საინფორმაციო სააგენტო…
11 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მოწამეთა: აშოტ დიდი კურაპალატის, რომანოზის, იაკობის, ფილოთეოზის, იპერიქის, აბიბოსი, ივლიანესი და პარიგორის, სილოვანე ეპისკოპოსის, ლუკა დიაკონისა და მოკიოს წიგნის მკითხველის ხსენების დღეს და წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანებას. წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული აშოტ I დიდი , რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აშოტ კურაპალატი, იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც…
ადამიანმა განვითარება საკუთარი თავით უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ ადამიანის განვითარებაზე და ამ პროცესში არსებულ სირთულეებზე იქადაგა. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა, პირველ რიგში “თვისთა ცოდვა განიცადოს”. “ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა ადამიანმა განვითარება საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. რატომღაც ჩვენ ვიწყებთ სხვა ადამიანებით. იმიტომ ვიწყებთ…
ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ილარიონ ალფეევის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. როგორც მიტროპოლიტმა გრიგოლმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სჯერა, რომ საქართველოს ეკლესია გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. „ეს…