საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების…
როგორც ცნობილია, ა.წ. 3-4 თებერვალს აბუ დაბიში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა შორის ძმობის განმტკიცებას და ძალადობის შემცირებას ისახავდა მიზნად. კონფერენციას ესწრებოდნენ რომის პაპი ფრანცისკე, სხვა სასულიერო ლიდერები და მაღალი იერარქები. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი…
ირანში, ქალაქ თეირანში აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდება. საკულტო ნაგებობა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს. ირანის რესპუბლიკაში სააგენტოს სამუშაო ჯგუფის ვიზიტისას, რომელსაც უწყების გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ ნაგებობა სრულად აიზომა. მარმარილოს…
„ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოის განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიაციალურ…
დიდი დიღმიდან როგორცკი დაადგებით მუხადგვერდის სავალ გზას, ხელმარჯვნივ სამანქანო, ვიწრო გზა ახალდაარსებულ მამათა მონასტერთან მიგვიყვანთ. მონასტერი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა დააფუძნეს. ვინ იფიქრებდა თუ ამ გაუდაბურებულ ადგილას ოდესმე ღვთის სახლი დაფუძნდებოდა და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ფოკამ (მარკოზია) მშენებარე მონასტრის კელიები, დროებით კარავში მოწყობილი ტაძარი და ირგვლივ შემოგარენი დამათვალიერებინა. გზადაგზა…
თურქეთის დედაქალაქ ანკარას წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად შესრულდა. წირვა ტაძარში კვირას, 3 თებერვალს აღევლინა. “წირვის დასრულების შემდეგ, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას”, – ვკითხულობთ პრესრელიზში, რომელსაც თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. (karibche.ambebi.ge)
საოკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს ეპარქიშიც ადასტურებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო…
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას და უკრაინის ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიგი უგულავა უკრაინელ ხალხს ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას ულოცავს. მისი განცხადებით სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიაციალური წარმომადგენლები საზეიმო წირვას არ ესწრებიან. „პირველ რიგში, მინდა მივულოცო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ძალიან ბევრი…
კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელად, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონია ჩატარდა. უკრაინული გამოცემა „უნიან“-ის ინფორმაციით, ინტრონიზაციის ცერემონია საღმრთო ლიტურგიის დროს გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა მაკარმა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა სიმეონმა მიიღეს….