ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
02.02.2019 | 11:30
ილარიონ ალფეევი – საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს კარგად ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ალფეევმა კომენტარი გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე, რომლის თქმით, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის პასუხად, რუსეთის ეკლესიამ შეიძლება, სცნოს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა. „ვერ წარმომიდგენია საქართველოს…

02.02.2019 | 10:57
საქართველოს საპატრიარქო რუსი მიტროპოლიტის საპასუხო განცხადებას ავრცელებს

გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებად. ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლადგამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში…

02.02.2019 | 10:46
გარდაიცვალა მსოფლიოს ეზიდთა მთავარი მირ თაჰსინ ბეგი

86 წლის ასაკში ქალაქ ჰანოვერში გარდაიცვალა მსოფლიო ეზიდთა მონარქი, შეიხანის ემირი და სრულიად ეზიდხანის მმართველი მირ თაჰსინ ბეგი. 2011 წელს, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მოწვევით, ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების დელეგაცია მირ თაჰსინ ბეგის და ეზიდთა სულიერი მამის ახტიარე მარგაჰე ბაბა შეიხ ხატოს მეთაურობით საქართველოს სტუმრობდა. დელეგაცია საქართველოს ეზიდ სათვისტომოსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შეხვდა. დელეგაცია…

02.02.2019 | 10:36
მეუფე შიო – მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ჩვენს პოზიციას გაგებით ეკიდება

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესიის პოზიციას გაგებით ეკიდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა. მეუფე შიომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის მიმართ კორექტული მიდგომისთვის. „ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მადლობას ვუხდით მათ ასეთი კორექტული მიდგომისთვის საქართველოს ეკლესიის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, განვიხილეთ…

02.02.2019 | 10:32
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი – საქართველოს პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა განუცხადა. მღვდელმთავარმა პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ეს იყო…

01.02.2019 | 18:39
სალომე ზურაბიშვილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საფრანგეთის ეპარქიის მიტროპოლიტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საფრანგეთის ეპარქიის მიტროპოლიტ ემანუელს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა მისი ყოვლად უსამღვდელოესობის ინიციატივით შედგა. „საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთი ემიგრაციის პერიოდში წმ. ნინოს ეკლესიის მრევლი იყო, რომელიც მიტროპოლიტ ემანუელის დაქვემდებარებაშია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

01.02.2019 | 18:27
დიდი შერიგება – ძიუდოისტები ერთმანეთს პატრიარქთან შეხვდნენ

ქართულ ძიუდოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და არსებული დაპირისპირების დასასრულებლად ძიუდოისტები და წარმომადგენლები, როგორც ძიუდოს ფედერაციიდან, ასევე სხვა სახეობებიდან ერთმანეთს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვდნენ. დაპირისპირების ყველა მხარე საუბრობს იმაზე, რომ მათ შორის კონფლიქტი დასრულებულია. შეხვედრას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ძიუდოისტები – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი,…

31.01.2019 | 16:26
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

  დღეს, 30 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად რეზიდენციაში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები: გალიის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ემანუელი და ანდრიანუპოლისის მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამფილოქე. როგორც მიტროპოლიტმა ემანუელმა აღნიშნა, ამ ჩამოსვლის მიზანია უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციის განმარტება და დასძინა, რომ ეს ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული,…

30.01.2019 | 0:41
საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებაზე – აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს

უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე…

Τα σημαντικότερα νέα