გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბატონ გოგი-გიორგის გარდაცვალების გამო. მადლიერნი ვართ მისი წლების მანძილზე ეკლესიისათვის გამოჩენილი თანადგომისათვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მეუღლეს, შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და ბატონ გოგი-გიორგის გულშემატკივართ ღმერთმა მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი sazu.ge
ამა წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა: ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თევდორე ახალაძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; ხელვაჩაურის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაქსიმე (ბეჭვაია) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მირქმის დღესასწაულზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მირქმის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ამ დღეს მირქმა ეწოდება იმიტომ, რომ იერუსალიმის ტაძარში ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება ორმოცი დღის ჩვილ იესოს, თავის ყოვლადწმინდა…
იწყება სამოცდამეთერთმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები. საკონტაქტო ტელეფონები: 593…
გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახანს დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის შეხვედრა მღვდელმთავრებთან sazu.ge
ამა წლის 11 თებერვალს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში ამავე მონასტრის კეთილმოწესემ, იღუმენმა ნეოფიტემ (დვალიშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი ბესარიონ ჩქოფოია, რომელსაც სახელად მოსე უწოდა. sazu.ge
პიუხტიცკის დედათა მონასტრის ვებგვერდზე განთავსებულია იღუმენია ფილარეტას (კალაჩევა) და მონასტრის დების ღია წერილის ტექსტი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტისადმი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის გზით ხდება მონასტრის იძულება, შეიცვალოს იურისდიქცია ან მოხდეს მისი ლიკვიდაცია. წერილში ნათქვამია: პატივცემულო მინისტრებო, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო! მოგმართავთ თქვენ ესტონეთის რესპუბლიკის ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ…