თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. კონფერენციის დაწყებამდე საგალობელი შეასრულა თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდმა ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და…
2025 წლის 10 თებერვალს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის აღსასრულიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორები. სამეცნიერო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი…
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის საავადმყოფოს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Accreditaion Canada“-ის პლატინის ხარისხის ლიცენზია მიენიჭა. ეს ღონისძიება ამა წლის 10 თებერვალს საპატრიარქოში გაიმართა. კლინიკას ჯილდო გადასცეს ორგანიზაცია ,,Accreditaion Canada“-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა ეკატერინე ტარასოვამ (კანადა) და ამავე ორგანიზაციის ევროპული განვითარების მენეჯერმა, ქალბატონმა იულია შჩერბინამ (იტალია). მათ დადებითად შეაფასეს საპატრიარქოს საავადმყოფოს მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომელთა…
სასულიერო პირი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში სკოლა დახურვას გადაარჩინა – ისტორია ქვეყნის, სოფლისა და სწავლის სიყვარულზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”, გადაცემა “კურიერი P.S.” sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მეზვერისა და ფარისევლის კვირას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანების ხსენების დღეს, მეზვერისა და ფარისევლის კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს თქვენ მოისმინეთ სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რომელიც საუკეთესოდ გადმოგვცემს ადამიანის შინაგან ცხოვრებას, გვიჩვენებს, თუ რა…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებას, მისი გარდაცვალებიდან 900 წლისთავს. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება მათ შორის: 7 თებერვალს, პარასკევს 14:00 სთ. – თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა“; 16:00 სთ. – ლოცვა გელათის საკათედრო ტაძარში; 17:00 სთ. – ლოცვა…
პატრიარქი: “დავით აღმაშენებლის კურთხევა და მისი ლოცვა ეწეოდეს საქართველოს” sazu.ge