2024 წლის 3 სექტემბერს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელის სახელობის დედათა მონასტერში დიაკვნად აკურთხა ბერი ზოსიმე (მოსიძე). ბერ-დიაკონი ზოსიმე სოფელ იმერხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს. აქსიოს! ვულოცავთ მამა ზოსიმეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ. sazu.ge
„გულწრფელად ვილოცოთ უფლის მიმართ, გააძლიეროს ჩვენი ძმები და დები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან, განანათლოს სახელმწიფო მოღვაწენი, მიანიჭოს მშვიდობა უკრაინის მიწას“, – მოუწოდა მრევლს თავის საწინამძღვრო სიტყვაში ბულგარეთის უწმინდესმა პატრიარქმა დანიელმა 2024 წლის 26 აგვისტოს ლიტურგიის შემდეგ ქალაქ პერნიკის (ბულგარეთი) წმინდა იოანე რილელის ტაძარში. იმავე დღეს, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ჟურნალისტებთან საუბარში შეეხო სიტუაციას, რომელშიც კანონიკური ეკლესია…
„უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ახლახან მიღებული კანონი No8371 აშკარად მიზნად ისახავს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის გაუქმებას. ამგვარად, მილიონობით უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნე, მრავალი ეპისკოპოსი, მღვდელი, ბერი და მონაზონი მიტროპოლიტ ონოფრეს ხელმძღვანელობით, რომლებიც ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრები არიან – იდევნებიან“, – ნათქვამია ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ განცხადებაში. დევნა, პატიმრობა, წმინდა ადგილების შეურაცხყოფა, ტაძრებისა და…
2024 წლის 1 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალაშენებული ტაძარი აკურთხა. sazu.ge
2024 წლის 30 აგვისტოს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს მოწვევით ეპარქიის სიწმინდეთა მოსალოცად იმყოფებოდა მსოფლიო საპატრიარქოს იმბროსისა და ტენედოს მიტროპოლიტი კირილე თანმხლებ პირებთან ერთად. სტუმრებმა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი და კორცხელის დედათა მონასტერი მოილოცეს. sazu.ge
დღეს, 2024 წლის 13 აგვისტოს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოსთან მდებარე ჯვართამაღლების სახელობის შუა საუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე. sazu.ge
ფონდ „ლაზარეს” პროექტის – „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში”, – ფარგლებში, სომხეთში, ეღეგისის რაიონში, 31 ივლისიდან 9 აგვისტომდე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ჩატარდა, რომელშიც 40 ქართველი და სომეხი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ახალგაზრდულ გაცვლას პროექტის განმახორციელებელმა პარტნიორმა „სათემო განვითარების ორგანიზაციამ“ უმასპინძლა, რომელთანაც ფონდ „ლაზარეს“ ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და მეგობრობაზე დაფუძნებული თითქმის 20 წლიანი თანამშრომლობის ისტორია აქვს. აღნიშნულ პროგრამას, ქართული და…
დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა მანგლისის ეპარქიის ტაძრები მოილოცეს, დიდგორის ველზე კი გაიმართა შემეცნებითი საუბრები, ისტორიული და კულტურული თემის ირგვლივ. sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მეშვიდე კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამაო, ძმებო და დებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ უფალი იესო ქრისტეს მიერ ორი ბრმის განკურნების შესახებ. ერთხელ ეს ორი ბრმა მოსდევდა იესო ქრისტეს, ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ,…