ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
25.06.2024 | 18:45
წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) რეხის წმინდა გიორგის სახელობის შუა საუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა

დღეს, 2024 წლის 22 ივნისს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში წმინდა მთავარმოწამე გიორგის სახელობის შუა საუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე.   sazu.ge

21.06.2024 | 19:31
ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა საპატრიარქო არჩევნებისთვის 3 კანდიდატი გამოარჩია

20 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი დაასახელა. ვრაჩანის მიტროპოლიტი გრიგოლი, ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი და ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი – ამ სამი კანდიდატიდან 30 ივნისს აირჩევენ ბულგარეთის ახალ პატრიარქს. ვრაჩანის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პირველივე ტურში მიიღო 11 ხმა და გახდა პირველი კანდიდატი. ვიდინის მიტროპოლიტმა დანიელმა საჭირო ხმები 32-ე ტურში მიიღო, ხოლო ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა…

20.06.2024 | 17:29
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

2024 წლის 20 ივნისს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი მიქაელ კირვალიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი თადეოზ სარალიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ….

19.06.2024 | 18:59
პროექტი ‘წიგნიერი ლიდერი 2024’ დასრულდა

საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პროექტი – „წიგნიერი ლიდერი 2024“ დასრულდა შემაჯამებელი ღონისძიება და გამარჯვებულების დაჯილდოება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge    

18.06.2024 | 18:47
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 17 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი პაველ ჰერჩინსკი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის პროცესს. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ოჯახის მნიშვნელობასა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების დაცვის აუცილებლობას ჩვენი ხალხისთვის. მხარეთა მიერ გამოითქვა იმედი, რომ შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი…

18.06.2024 | 18:05
კონკურს ‘ახალი აღთქმის’ გამარჯვებულმა გუნდებმა ქვათახევის მონასტერი მოილოცეს

2024 წლის 17 მაისს სამრევლო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული კონკურს „ახალი აღთქმის“ გამარჯვებულმა გუნდებმა, 16 ივნისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით ქვათახევის მონასტერი მოილოცეს და გაეცნენ მის ისტორიას. ამავე დღეს მოსწავლეთათვის მონასტერში არაოფიციალურ გარემოში ტრაპეზიც გაიმართა, სადაც სასულიერო პირებთან მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს, რომელთაც ყურადღება გაამახვილეს ქრისტიანულ ღირებულებებზე, რაც მომავალ თაობას განსაკუთრებულად ესაჭიროება ცხოვრების სხვადასხვა…

18.06.2024 | 18:03
ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

2024 წლის 16 ივნისს, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა. მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ: დეკანოზები: სვიმეონ სვანიძე, ექვთიმე წულუკიძე და ილია კარკაძე. მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ: დეკანოზები: პანტელეიმონ ხუბულავა და გიორგი ერისთავი. გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ: დეკანოზები: არჩილ დათეშიძე, მათე ჯანელიძე, კონსტანტინე…

18.06.2024 | 16:46
იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III რუსეთის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

13 ივნისს იერუსალიმში, სერგიევის მეტოქიონში რუსეთის დღისადმი მიძღვნილი მიღება მოეწყო. საზეიმო საღამო ისრაელის სახელმწიფოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ა.დ. ვიქტოროვის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ისრაელის მთავრობის სახელით მისალოცი სიტყვით გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ავი დიხტერი. მიღებაზე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასთან…

17.06.2024 | 19:00
საპატრიარქოში GIPA-ს სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ განხორციელდა ერთობლივი პროექტი თემაზე: ,,საზოგადოებაში არსებული პოლარიზების და მათი დაძლევის პერსპექტივების“ შესახებ, სადაც ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოამზადეს ძალიან საინტერესო ესეები პოლარიზების პრობლემატიკასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქო დიდი გულისყურით ეკიდება ამ მეტად მტკივნეულ საკითხს და ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად არ იშურებს ძალისხმევას იპოვოს ის საერთო…

Τα σημαντικότερα νέα