ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.11.2022 | 16:52
მეუფე ნიკოლოზი რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე აცხადებს, რომ არსებობს ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება

არსებობს საეკლესიო წესები, ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა. „საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის…

23.11.2022 | 16:47
მეუფე ნიკოლოზი – მეუფე ზენონი დეკემბერში შეიძლება, ჩამოვიდეს საქართველოში და არ გამოვრიცხავ, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალოს

მეუფე ზენონი დეკემბერში შეიძლება, ჩამოვიდეს საქართველოში და არ გამოვრიცხავ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მეუფე ზენონი დიდი ხანია, საქართველოში არ ჩამოსულა და სინოდის კომისიამ ის გაათავისუფლა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიიდან, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსობიდან. „საეკლესიო წესების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ეპისკოპოსი სამ თვეზე მეტი ხანი…

22.11.2022 | 18:26
საზეიმო წირვა სოფელ ქვედა საზანოში

2022 წლის 21 ნოემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მთავარანგელოზთა დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ჩაატარა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, წირვის დასასრულს შესრულდა ლიტანიობა ტაძრის გარშემო, ბოლოს კი მეუფე მელქისედეკმა ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს და მიულოცა დღესასწაული. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

21.11.2022 | 18:13
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

სრულიად საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღე მიულოცა. მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა…

18.11.2022 | 18:27
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნოდარ ნათაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

დღეს ვემშვიდობებით ბატონ ნოდარ ნათაძეს, – ცნობილ ფილოსოფოსს, პოლიტიკოსს, ეროვნულ მოღვაწეს; პატიოსნებით, გულწრფელობით, პირდაპირობით გამორჩეულს, რომელიც ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება. აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისმა უკვდავმა სულმა სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვითი შეწევნის ძალა.   patriarchate.ge

16.11.2022 | 19:26
დაიწყო ფუნქციონირება საკვირაო სკოლამ – “კვირიაკე”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, ხორციელდება სხვადასხვა სამრევლო პროექტები კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწოდებისა და მომავალი თაობის ეკლესიასთან დაახლოების, ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესების შესახებ. აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთო ორთაჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლო. დაიწყო ფუნქციონირება საკვირაო სკოლამ – “კვირიაკე” , სადაც მოსწავლეები სწავლობენ საღმრთო სჯულს,გალობას და ქრისტიანული მოძღვრების…

16.11.2022 | 19:17
გამწვანების ღონისძიება ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში

2022 წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“ (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) თბილისში, ბაგებში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში გამწვანების ღონისძიება მოაწყო. გამწვანების ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში დაირგო ლაგოდეხის სანერგისა…

15.11.2022 | 17:01
კვიპროსის ეკლესიის ახალი მწყემსმთავრის არჩევნები 18 დეკემბერს ჩაინიშნა

რიგგარეშე წმინდა სინოდი ორშაბათს, 13:00 საათზე დაასრულდა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები მთავარეპისკოპოსის არჩევნების შესახებ. არჩევნები 18 დეკემბერს, კვირას გაიმართება, როგორც კვიპროსის ეკლესიის ტახტის მოსაყდრემ აღნიშნა, იქნება ბიულეტენი კანდიდატების ფოტოებით, პარალელურად, საარჩევნო უბნებზე იქნებიან როგორც კანდიდატების, ასევე საჯარო მოხელეების წარმომადგენლები. თუ რაიმე პრობლემაა პროტესტთან დაკავშირებით ან სხვა რამესთან დაკავშირებით, თარიღი შეიძლება შეიცვალოს. ხმის მიცემის უფლება ექნებათ…

14.11.2022 | 18:43
100 000 მოწამის ხსენების დღე

ა.წ. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) სამღვდელოებასთან ერთად მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადეს და ათთა ბევრთა, საქართველოსთვის წამებულთა შეავედრეს ჩვენი ხალხი და ქვეყანა.   wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα