ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.11.2022 | 17:08
ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია

2022 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ და პროფ. ლალი ზაქარაძემ. მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი 5 კურსდამთავრებულს გადაეცა. ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი გადაეცათ შემდეგ კურსდამთავრებულებს: ▪ ლია ბოლქვაძე, სამაგისტრო ნაშრომი: „სახელმწიფოს მოწყობის მოდელი ახალი დროის…

31.10.2022 | 17:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ა.წ. 28 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი მარკ კლეიტონი მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია…

27.10.2022 | 16:06
,თუ ღმერთი მკითხავს ქრიზოსტომოს რისი გეშინიაო, ვეტყვი მხოლოდ შენი თქო უფალო” – უნეტარესი ქრიზოსტომოსი

კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმა, მისი უნეტარესობა ექიმების გამკაცრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც ბერძნულ სოციალურ ქსელებში იწერება მთავარეპისკოპოსი თავს მხნედ გრძნობს და ყველა მნახველს თბილად ემშვიდობება, ერთ-ერთი მნახველი იხსენებს რომ უნეტარესმა სიცილით ჩაილაპარაკა – ,, მგონი ვკვდები მაგრამ არ მეშინია რადგან არ მიღალატია ჩემი ხალხისთვის ვინც ღმერთმა მომაბარა, თუ კი ღმერთი მკითხავს ქრიზოსტომოს…

27.10.2022 | 16:00
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი მეფე ჩარლზ III-ს ესტუმრა [ფოტო]

გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ მესამემ ბუკინგების სასახლეში უმასპინძლა მის ყოვლადუწმინდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა. wenews.ge

27.10.2022 | 15:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) და მესტიიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილი) ვულოცავ ეპისკოპოსად კურთხევის 20 წლისთავს. მადლობელი ვარ, რომ თქვენ ძალისამებრ თქვენისა ემსახურებით დედა ეკლესიას, ჩვენს მრევლს. უფალმა შეგაძლებინოთ კვლავაც მრავალი ღვთისსათნო საქმის აღსრულება. გეწეოდეთ ყოვლადწმინდა სამება, დედა ღვთისა და ყოველნი ზეციური ძალნი. patriarchate.ge

26.10.2022 | 16:39
მახათას მთის ათონელ მამათა მონასტერში ჩატარდა მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ორშაბათს, 24 ოქტომბერს, მახათას მთის ათონელ მამათა მონასტერში ჩატარდა მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრა. ეს ღონისძიება ერთ-ერთია იმ საზეიმო ციკლიდანაა, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება. შეხვედრის თემა გახლდათ ,, შვიდგზის ლოცვების მნიშვნელობა და მათში შემავალი ლოცვების სულიერ-საღვთისმეტყველო ანალიზი”. მის უწმინდესობას არაერთგზის აღუნიშნავს, რომ თავისი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ამ ლოცვების შექმნას…

26.10.2022 | 16:35
კვიპროსი: ანტიოქიის პატრიარქი კვიპროსში ჩავიდა

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი უნეტარესი იოანე სასწრაფო რეჟიმში კვიპროსზე გადაფრინდა და მოინახულა უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.   wenews.ge

25.10.2022 | 15:37
საჯარო ლექციათა ციკლი

ა/წ 27 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მე-8 აუდიტორიაში სასულიერო სემინარიის (თეოლოგიის პროგრამა, ბაკალავრიატი) სტუდენტებისთვის გაიმართება შეხვედრა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ვახტანგ გოილაძესთან. ბატონი ვახტანგი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,მეფთა ცხოვრების“ ბედი და მასთან დაკავშირებული საქართველოს ისტორიის პრობლემები. დასწრება თავისუფალია სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც. tsas.ge

25.10.2022 | 15:35
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

20 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა აკადემიის სტუდენტის გოჩა ცუხიშვილის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „მარტვილობაი ორმეოცთაი და საეკლესიო ტრადიცია“. ნაშრომი მომზადდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლელა ხაჩიძის ხელმძღვანელობით, რეცენზენტი იყო თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორს ქეთევან მამასახლისს. სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის,…

Τα σημαντικότερα νέα