დღეს, 2024 წლის 14 ივნისს დასრულდა სასულიერო პირთა გადამზადების მეოთხე ეტაპი ღირებულებითი განათლების პროგრამაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და განათლების სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. აღნიშნული პროექტის მონაწილე სასულიერო პირებმა გაიარეს შესაბამისი ტესტირება, რომელსაც ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერი პროგრამის მენეჯერი, ანი…
,,ეკლესიის არსი… მდგომარეობს სწორედ სულიწმიდის მოქმედებაში, მის სუფევასა და სუნთქვაში, იმ ძალასა და მადლში… რომელიც ხსნის ჩვენში ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებიც იესო ქრისტემ თავისი მაცხონებელი ღვაწლის შედეგად ჩვენს ბუნებაში ჩადო” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების…
2024 წლის 9-10 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და მღვდელ იაკობ მუჯირის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „ერთი დღე მუზეუმში“, რომლის ფარგლებშიც, საირმის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამრევლოს მოზარდები და მათი მშობლები თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ და ხელოვნებათმცოდნის ხელმძღვანელობით მუზეუმში დაცულ სამხატვრო ფონდს გაეცნენ. sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება აღდგომიდან მეექვსე კვირას, ბრმის კვირიაკეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ბრმის კვირა ეწოდება. ეს არის სააღდგომო დღესასწაულების უკანასკნელი კვირა. ოთხშაბათს ჩვენ უკვე აღდგომის წარგზავნას აღვნიშნავთ. რას გვასწავლის დღეს წაკითხული სახარება ბრმის განკურნების შესახებ? ჩვენ…
ა.წ 12 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის ახლადდანიშნული თავმჯდომარე, ბ-ნი რამინ მამედოვი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ბ-ნი ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წევრები ეწვივნენ. სტუმრებს უმასპინძლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საააგენტოს წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,…
დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ…
2024 წლის 7-11 ივნისს ბრიუსელსა და ანტვერპენში საზეიმოდ აღინიშნა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსებიდან 10 წლის იუბილე. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ეპარქიას სტუმრობდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ალავერდის მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა…
2024 წლის 7 ივნისს ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისში წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ახალაშენებული ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი ბასილ გამთენაძე. ვულოცავთ ქუთაის-გაენათის ეპარქიას ახალი ტაძრის შემატებას! sazu.ge
2024 წლის 8 ივნისს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის ტრაპეზი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე. sazu.ge