ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა! გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს! დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა…
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 10 მაისს მოციქულისა და მღვდელმოწამე სვიმეონის, ნათესავისა უფლისა და მართლი ევლოგი უცხოთშემწყნარებელის ხსენების დღეს აღნიშავს. „Sputnik საქართველო” გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. მოციქული სვიმეონი, ნათესავი უფლისა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ძმა უფლისა (107) იყო კლეოპას, წმიდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა მიულოცა. ადრესატებს შორისაა ანტიოქიის უნეტარესი პატრიარქი იოანე X, იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირე, რუმინეთის უნეტარესი პატრიარქი დანიელი, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასი, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა, ჩეხეთის მიწებისა…
საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია 9 მაისს მღვდელმოწამე ბასილის, ამასიელი ეპისკოპოსის, მართლი გლაფირა ქალწულის, ასევე სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ…
ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა… შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი!” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, გიორგობას ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ…
ა.წ. 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახისა და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს ეწვია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვართან, – დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა კახის წმინდა…
ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ქრისტე აღდგა! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ჩვენთან არს ღმერთი. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი patriarchate.ge
სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.“ (ინ.11.25) აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, –…
ეკლესია 2 მაისს ღირსი იოანეს, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესის, მოწამეთა: ფეონას, ქრისტეფორეს და ანტონინეს, მღვდელმოწამისა პაფნუტისა, იერუსალიმელი ეპისკოპოსის, ასევე წმ. გიორგი აღმსარებელის, ანტიოქიის ეპისკოპოსის და ღირსი ნიკიფორე იღუმენის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. იოანე, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესი ღირსი იოანე (VIII), ახალგაზრდა იყო, როცა…