ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.11.2025 | 18:18
გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი

ა/წ 14 ნოემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასულიერო აკადემიაში მოღვაწე მოძღვრებსა და სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად თსასის გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი აღასრულა. პანაშვიდს ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მსახურების შემდეგ, ქადაგებაში, პროტოპრესვიტერმა…

18.11.2025 | 18:28
მიტროპოლიტმა შიომ ათანასეს ლავრის წინამძღვარი და მისი საძმოს წევრები მიიღო

ამა წლის 18 ნოემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქოში ათონის მთის ათანასეს ლავრის წინამძღვარი, კათიღუმენი პროდრომი (ლავრიოტისი) და მისი საძმოს წევრები მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი…

17.11.2025 | 14:43
რელიგიის სააგენტომ პრაღაში ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოცემის პრეზენტაცია გამართა

რელიგიის სააგენტომ პრაღის კონფერენციის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“ ფარგლებში გამოცემის – „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გამართა. პუბლიკაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული სალოცავების სავალალო მდგომარეობას ეხება. რელიგიის სააგენტოს ბანერთან გამოფენილ წიგნებს გაეცნენ კონფერენციის მონაწილეები – სასულიერო პირები, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები და ჟურნალისტები. პრეზენტაცია ჰოლოკოსტის, რელიგიათა შორის დიალოგისა და…

14.11.2025 | 19:52
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ

,,მოწამეები არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს… ვისაც უნდა, ჯეროვნად ადიდოს მოწამეები, უნდა ეცადოს, მიბაძოს მათ ღვაწლსა და შრომას…“ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა…

13.11.2025 | 18:21
ჭიათურის ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარში ახლად აგებული ეკვდერი იკურთხა

ამა წლის 12 ნოემბერს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ზოსიმემ (ყაველაშვილი) ჭიათურაში, ლეჟუბნის დასახლებაში, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარში, რომლის წინამძღვარიც არის დეკანოზი თეიმურაზ რუხაძე, ღირს მამათა, გიორგი და იოანე ბეთანიელთა სახელობის ეკვდერი აკურთხა. sazu.ge

12.11.2025 | 18:16
საპატრიარქოში განმარტება გაკეთდა (ვიდეო)

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოში განმარტება გაკეთდა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge

11.11.2025 | 18:49
საჯარო ლექცია – აკაკი ქართული ეკლესიის ქომაგი

28 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აკაკი ქართული ეკლესიის ქომაგი“. მომხსენებელი გახლდათ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ჯულიეტა გაბოძე. „აღსანიშნავია, რომ თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 2010 წლიდან დაიწყო აკაკი წერეთლის თხზულებათა ახალი აკადემიური ოცტომეულის…

10.11.2025 | 18:11
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეორე კვირას, სოფელ ისულის წმინდა

„ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ… …თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ სჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი, რომ მას არ სჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს…

07.11.2025 | 18:06
პრაქტიკული ფსიქოლოგიის ნაკვალევზე

5 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა ჩვენი სასწავლებლის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ფსიქოკონსულტანტმა თემურ სამხარაძემ. ლექციის თემა გახლდათ „პრაქტიკული ფსიქოლოგიის ნაკვალევზე“. ბატონი თემურ სამხარაძე არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი (APA), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი, საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების წევრი, არტ-თერაპევტი, ტრენერი. იგი ამჟამად მუშაობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში ფსიქოლოგის პოზიციაზე. მომხსენებელმა ისაუბრა…

Τα σημαντικότερα νέα