სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისის 202-ე უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
ამა წლის 1 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში სსიპ – ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბავშვები, სკოლის დირექტორი ნათია გაჩეჩილაძე, მასწავლებლები, მშობლები და მათ სულიერ საკითხებზე ესაუბრა….
პროფესიულმა კოლეჯმა „ფერმერთა სკოლამ“, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის, – „პროფესიული განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, – ფარგლებში, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში წარმატებით განახორციელა დეკორატიული მებაღეობის პროფესიული მომზადების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ქალმა მსჯავრდებულებმა შეისწავლეს დეკორატიული მცენარეების მოვლისა და გამრავლების საფუძვლები, მიიღეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროფესიული…
24–29 ივნისს პროექტის -„ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა,-“ ფარგლებში ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (საზაფხულო ბანაკის) ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი. ექვსი დღის განმავლობაში რვა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდამ ინტენსიურად იმუშავა ლიდერობის, ფასილიტაციის, გუნდურობის, ჯგუფური დინამიკის, ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტის მედიაციისა და ტრანსფორმაციის, ასევე არაფორმალური განათლების მეთოდებზე. თეორიული ცოდნა შერწყმული იყო პრაქტიკულ სავარჯიშოებთან, სიმულაციებთან, ჯგუფურ მუშაობასა და რეალური…
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. როგორც ყოველთვის, წმინდა სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო წირვაზე, გვეძლევა ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება. დღეს იყო წაკითხული ეპიზოდი უფალ იესო…
საპატრიარქო რეზიდენციას დღეს ახალგაზრდა სპორტსმენები ეწვივნენ საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
თბილისის მე-11 საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge