ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.06.2026 | 16:56
მონაზვნად აღკვეცა რუის-ურბნისის ეპარქიაში

ამა წლის 23 ივნისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქვემო შუანოს წმინდა ანტონი დიდის სახელობის მამათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ზაზა დევიძე, რომელსაც სახელად ბასიანე უწოდა. sazu.ge

23.06.2026 | 16:55
ხელდასხმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში

ამა წლის 21 ივნისს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ აკაკი აფხაზავას, ხოლო დიაკვნად – წიგნის მკითხველ ზურაბ ასამბაძეს, რომელსაც სახელად ზოსიმე უწოდა. მღვდელი აკაკი იმსახურებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ხოლო დიაკონი ზოსიმე – ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის…

23.06.2026 | 16:25
სერჟანტთა აკადემიაში პროექტ ‘ჯარის ბანაკის’ გახსნის ღონისძიება გაიმართა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში პროექტ “ჯარის ბანაკის” გახსნის ღონისძიება გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge

23.06.2026 | 16:19
ღირებულებითი განათლება | როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა? (‘იმედის კვირის’ სიუჟეტი)

ღირებულებითი განათლება როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისას არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა, სულიერი საყრდენი და ეროვნული თვითშეგნება? ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”  sazu.ge

22.06.2026 | 17:54
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან მესამე კვირას

„შეგვეწიოს უფალი, რომ პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ… მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება… სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ…“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და…

22.06.2026 | 17:51
28 ივნისს შიო მესამე სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავს

28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.   საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

19.06.2026 | 17:44
ალექსანდრ ვუჩიჩის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბაგრატიონმა სერბეთის პირველ ლედის უმასპინძლა

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სერბეთის პირველ ლედის, თამარა ვუჩიჩს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურული პროგრამის ფარგლებში პირველი ლედები კახეთს ეწვივნენ, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს. თამარ ბაგრატიონმა სერბ კოლეგას რეგიონის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, უნიკალური ეთნოგრაფიული საგანძური და ქართული ხელოვნების ნიმუშები გააცნო. „ვიზიტის…

18.06.2026 | 17:16
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან და მის მეუღლესთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად, კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა, მეუღლეებთან ერთად, ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. ოფიციალურ პირებს მეგზურობა ალავერდის მიტროპოლიტმა, აბბა დავით მახარაძემ გაუწია. „საქართველოსა და სერბეთის მეგობარ…

17.06.2026 | 16:40
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იტალიის ელჩს შეხვდა

ამა წლის 11 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და…

Τα σημαντικότερα νέα