2024 წლის 1 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალაშენებული ტაძარი აკურთხა. sazu.ge
2024 წლის 30 აგვისტოს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს მოწვევით ეპარქიის სიწმინდეთა მოსალოცად იმყოფებოდა მსოფლიო საპატრიარქოს იმბროსისა და ტენედოს მიტროპოლიტი კირილე თანმხლებ პირებთან ერთად. სტუმრებმა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი და კორცხელის დედათა მონასტერი მოილოცეს. sazu.ge
დღეს, 2024 წლის 13 აგვისტოს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოსთან მდებარე ჯვართამაღლების სახელობის შუა საუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე. sazu.ge
ფონდ „ლაზარეს” პროექტის – „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში”, – ფარგლებში, სომხეთში, ეღეგისის რაიონში, 31 ივლისიდან 9 აგვისტომდე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ჩატარდა, რომელშიც 40 ქართველი და სომეხი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ახალგაზრდულ გაცვლას პროექტის განმახორციელებელმა პარტნიორმა „სათემო განვითარების ორგანიზაციამ“ უმასპინძლა, რომელთანაც ფონდ „ლაზარეს“ ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და მეგობრობაზე დაფუძნებული თითქმის 20 წლიანი თანამშრომლობის ისტორია აქვს. აღნიშნულ პროგრამას, ქართული და…
დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა მანგლისის ეპარქიის ტაძრები მოილოცეს, დიდგორის ველზე კი გაიმართა შემეცნებითი საუბრები, ისტორიული და კულტურული თემის ირგვლივ. sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მეშვიდე კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამაო, ძმებო და დებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ უფალი იესო ქრისტეს მიერ ორი ბრმის განკურნების შესახებ. ერთხელ ეს ორი ბრმა მოსდევდა იესო ქრისტეს, ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ,…
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მოინახულა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოსლევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე მონასტერი, რომელსაც აშენებს ჭუმბურიძეების ოჯახი. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
2024 წლის 5 აგვისტოს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მოინახულა ქალაქ ზესტაფონის, კვალითის დასახლების წმინდათა ახალმოწამეთა სახელობის მშენებარე ტაძარი და გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. აღნიშნული ტაძრის ქტიტორი (აღმშენებელი) გახლავთ, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ბეჟან წაქაძე. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
მიიღეთ ჩვენი თანადგომა დის გარდაცვალების გამო. ოჯახის წევრებისათვის და პირველ რიგში, თქვენთვის, ძალიან მძიმეა მომხდარის გადატანა, მაგრამ გახსოვდეთ, ღვთის განგებას საფუძვლად ყოველთვის სიკეთე უდევს, თუნდაც რომ განსაცდელი ფრიად მტკივნეული იყოს. ამ შემთხვევაშიც, მართალია, ქალბატონმა ლიამ სიცოცხლე გაწირა თქვენთვის, მაგრამ თქვენც მისი მარადიული სიცოცხლის კეთილად წარმართებისთვის ხელშემწყობი მიზეზი გახდით, რადგან თქვენდამი მისმა ერთგულებამ გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯი,…