ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.08.2024 | 18:07
ქობულეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ქალაქ ქობულეთში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა. ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ჩატარდა წარმოდგენა „ისტორიის გაკვეთილი“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება გაიმართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს…

07.08.2024 | 17:22
ირაკლი კობახიძე – შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები

შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი. ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ტრაგედიის შედეგად შოვში ერთი წლის წინ დაღუპულთა ახლობლებს. „ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი…

06.08.2024 | 16:55
მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს

ამა წლის 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ და მრევლის ნაწილმა მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს. sazu.ge

06.08.2024 | 16:51
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა მოხუცებს ილიაობა მიულოცეს

ამა წლის 2 აგვისტოს ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, დეკანოზი იოანე გორელიშვილი და მღვდლები: თეოდორე ფარნაშვილი, ზაქარია ინატაშვილი და გიორგი როჭიკაშვილი ესტუმრნენ ხანდაზმულთა სახლ „ბასილიადას“, რუსთავის მოხუცთა პანსიონს, მოხუცთა თავშესაფარს „ჩემს ტკბილ ოჯახში“ და ჩხენკელის I შესახვევში არსებულ ხანდაზმულთა პანსიონს, სადაც ჯამში 150 ბენეფიციარს ილიაობა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს….

05.08.2024 | 19:22
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო

დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე. უცხოელი კოლეგების მხარდაჭერითა და ნდობის წყალობით და, რა თქმა უნდა, თავისი ნიჭითა და გამოცდილებალით მან ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა, ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა. ბატონი თენგიზის სხვა…

02.08.2024 | 17:49
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კაპელანები თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ

ამა წლის 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კაპელანები თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ, რომელმაც ქართული ჯარისთვის კაპელანების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და სამხედრო მოძღვრებს კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებაში თანადგომა აღუთქვა. მინისტრმა მზაობა გამოხატა, ხელი შეუწყოს სამხედრო ქვედანაყოფებში ტაძრებისა და სამლოცველოების აღმშენებლობას. თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ ირაკლი ჩიქოვანს კაპელანთა ინსტიტუტის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის…

02.08.2024 | 17:45
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ილიაობას

,წმინდა ილია წინასწარმეტყველი არის ჩვენთვის დიდი მაგალითი და სახე მოშურნეობისა, ღვთის ერთგულებისა, სიმამაცისა და შემართებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისა და ქადაგებისა… დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს… ჩვენ შეგვიძლია დღეს სიამაყით ვთქვათ, რომ თანამედროვე ეპოქაში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გახდა ჩვენთვის მაგალითი… მოშურნეობისა, სიყვარულისა, ერთგულებისა, სიმტკიცისა და სიმამაცისა” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის,…

01.08.2024 | 17:14
საპატრიარქოს განცხადება ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მომხდარი ფაქტის შესახებ

რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მუსიკალური ვიდეოკლიპი, რომლის კადრებიც გადაღებულია ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში, კახის რაიონში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. კადრებში ჩანს, რომ აზერბაიჯანელი მუსიკოსი ტაძრის ამბიონზე დგას და „აჭარულის“ მელოდიისა და სიმღერის თანხლებით ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე „ასრულებს“ გარკვეულ კომპოზიციას. აღნიშნულმა ფაქტმა მყისიერად გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა. როგორც ირკვევა, მოგვიანებით შემსრულებელმა კომპოზიცია Youtube არხიდან წაშალა და განაცხადა,…

01.08.2024 | 17:12
გარდაიცვალა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას დედა

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ქალბატონი ლარისა შალამბერიძე-გიგიბერიასი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას დედა. დაკრძალვა შედგება შაბათს, 3 აგვისტოს. გამოსვენება – სახლიდან, სენაკის რაიონის სოფ. ძველი სენაკიდან, 15:00 საათზე. ვუსამძიმრებთ მეუფე საბას და შევთხოვთ ღმერთს, აცხოვნოს ქალბატონი ლარისას უკვდავი სული. sazu.ge

Τα σημαντικότερα νέα