2024 წლის 29 ივლისს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისში წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის XIX საუკუნის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი გიორგი ერისთავი. sazu.ge
დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს დადგმული გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: ,,ძალიან სამწუხაროა, რომ … პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.“ ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით…
ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას, რომელიც მილიონობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან და მისი გახსნის ცერემონიალიც მნიშვნელოვანია, ვინაიდან განკუთვნილია ორგანიზატორი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოზიტიური გზავნილების გასავრცელებლად დიდი მწუხარებით ვადევნებდით თვალს პარიზში, ცერემონიალის მიმდინარეობისას, ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისათვის შეურაცხმყოფელ წარმოდგენებს, რომლებიც ასევე შეურაცხყოფენ ყველა ცივილურ ადამიანს, რომელიც აღიარებს…
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იტალიის ეპარქიის ვიკარიუსმა, ბოგდანის ეპისკოპოსმა ათანასემ, შოტლანდიის დასავლეთით კუნძულ მალიზე კილნინიანის სამრევლოში კელტი წმინდანების სახელობის მონასტერში ტაძარი აკურთხა. ახალი ტაძარი აღმართულია პირველ ათასწლეულში დაარსებული ეკლესიის ადგილას. ტერიტორია 2009 წელს გადაეცა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას. “დღეს განსაკუთრებული დღეა. რადგან ვაცოცხლებთ მადლიან ადგილს, სადაც პირველად კელტმა მონაზვნებმა ცხოვრება მიუძღვნეს უფლის სამსახურს…” –…
2024 წლის 27 ივლისს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოსთან მდებარე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის ტრაპეზი აკურთხა. აღნიშნული ტაძარი აშენებულია სოფელ რეხში მცხოვრებ ბალაბანოვების გვარის მიერ XIX საუკუნის შუა წლებში. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე. sazu.ge
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და სასულიერო სემინარიის ფაკულტეტების მესვეურთა ინიციატივით თბილისის სასულიერო სემინარიის მე-3 კურსის სტუდენტებმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდის ძველი და ახალი ექსპოზიციები დაათვალიერეს. სტუდენტებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ანჩისხატის, ხახულის, აწყურის, წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების, საწინამძღვრო და საკურთხევლის წინ აღსამართი ჯვრების, სანაწილეებისა და ჩვენი ეროვნული საგანძურის სხვა სიწმინდეების ხილვამ. სტუდენტებს მეგზურობდა თსას-ის…
ამა წლის 14 ივლისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 69-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 1200-ზე მეტი ბავშვი შეემატა. ამჟამად მის უწმინდესობას 48000-მდე ნათლული ჰყავს. sazu.ge
2024 წლის 15 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ჯანაშია. აქსიოს! ვულოცავთ მამა გიორგის, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ. sazu.ge
2024 წლის 17 ივლისს ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადების მე- 4 ეტაპი დასრულდა. პროექტში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ტაძრის მღვდელმსახური. აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის სწავლების პროცესის სირთულეების და გარდატეხის ასაკში მყოფთა გამოწვევების შესწავლა. დასკვნითი ლექცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოწვევით ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ წაიკითხა. sazu.ge