ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.07.2024 | 18:04
კოჯრის ბანაკში სპექტაკლი ‘მარაბდის გმირები’ წარმოადგინეს

2024 წლის 1 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, კოჯრის ბანაკის მონაწილეთათვის წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი: „მარაბდის გმირები“. ფოტო: ნინო სოზაშვილი sazu.ge

03.07.2024 | 17:31
გულითადად ვულოცავთ ნაკრებს, მწვრთნელებსა და სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამოსვლას – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ულოცავს. პატრიარქის წერილს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას. ამ ფაქტმა, შეიძლება, ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე…

02.07.2024 | 18:43
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ეპარქიის სასულიერო პირი დააჯილდოვა

2024 წლის 30 ივნისს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ახალციხის წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ქურდაძე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. აქსიოს! ვულოცავთ მამა გიორგის, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.   sazu.ge  

02.07.2024 | 18:34
ახალი აღთქმის კონკურსის მონაწილე სამრევლო სკოლების მოსწავლეებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს

2024 წლის 28 ივნისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ორგანიზებული ახალი აღთქმის კონკურსის მონაწილე ფონიჭალის წმინდა ნიკოლოზის, გლდანის წმინდა კირიონ II-ისა და მოსკოვის პროსპექტზე მდებარე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრებთან არსებული სამრევლო სკოლების მოსწავლეებმა პროექტის „გაიცანი შენი ქალაქი“ ფარგლებში, დეკანოზ ლევან ალადაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.   ფოტო: ნინო სოზაშვილი sazu.ge

01.07.2024 | 17:16
არჩეულია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვარი

30 ივნისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვრის – მარადსახსენებელ პატრიარქ ნეოფიტეს მემკვიდრის – არჩევნები, რომელმაც უფალში განისვენა 2024 წლის 13 მარტს. ხმის მიცემის პროცესში, რომელიც ორ ტურად ჩატარდა, პატრიარქის საარჩევნო საეკლესიო კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობა (69) ვიდინის მიტროპოლიტ დანიელს მისცეს. კენჭისყრის შედეგების ოფიციალური გამოცხადების შემდეგ, ახალარჩეული პატრიარქი დანიელი, ბულგარეთის ეკლესიის იერარქებთან…

01.07.2024 | 17:13
გაიხსნა მართლმადიდებელი ახალგაზრდობის XIV სრულიად საზღვარგარეთის ყრილობა

2024 წლის 25 ივნისს შტუტგარტის გარეუბანში (გერმანია), მიხელსბერგში, შედგა მართლმადიდებელი ახალგაზრდობის XIV სრულიად საზღვარგარეთის ყრილობის გახსნა – „მართლმადიდებლური იდენტობისა და მემკვიდრეობის შენარჩუნება საზღვარგარეთ“. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 130 ჭაბუკი და გოგონა 11 ქვეყნიდან – ავსტრალიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, კანადადან, აშშ-დან და სხვ. ყრილობაში მონაწილეობენ ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი ირინეოსი, შტუტგარტის ეპისკოპოსი იობი, სასულიერო პირები ავსტრალიიდან, გერმანიიდან,…

28.06.2024 | 16:45
სასულიერო პირებმა კანონიკური სამართლის ერთწლიანი კურსი გაიარეს

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, 2023/2024 წელს სასულიერო პირთა ნაწილმა გაიარა კანონიკური სამართლის ერთწლიანი კურსი, რომელსაც უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი. sazu.ge

28.06.2024 | 16:32
საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

2024 წლის 27 ივნისს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი მოსკოვის საპატრიარქო საყდართან ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენლის, ფილიპოპოლის მიტროპოლიტ ნიფონის მიწვევით მოსკოვში ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონს ეწვია, რომელიც მდებარეობს მთავარანგელოზ მიქაელისა და დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის ტაძართან მთავარანგელოზის შესახვევში. ძმური საუბრის პროცესში მეუფე ანტონიმ და მიტროპოლიტმა ნიფონმა განიხილეს რუსეთისა და ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიების…

28.06.2024 | 16:31
სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

2024 წლის 27 ივნისს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში გაიმართა სსკგ-ის თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსისთან. მიტროპოლიტმა ანტონიმ ეპისკოპოს ალექსის ბაქოს კათედრაზე დანიშვნა მიულოცა. საუბრისას მსვლელობისას განიხილეს კავკასიაში რელიგიათაშორისი და ქრისტიანთაშორისი დიალოგის თემები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი). mospat.ru

Τα σημαντικότερα νέα