ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.06.2024 | 18:46
ტაძრის კურთხევა, დეკანოზის ხარისხში აყვანა და მღვდლად ხელდასხმა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში

2024 წლის 26 ივნისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელში წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი აკურთხა. თანამსახურებდა ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე). მიტროპოლიტმა იობმა ტაძრის წინამძღვრად დაადგინა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა მღვდელი ვიტალი ღვინიაშვილი. ამავე დღეს მან მღვდლად აკურთხა დიაკონი გიორგი როჭიკაშვილი.   sazu.ge

26.06.2024 | 17:30
უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

2024 წლის 25 ივნისს მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი მიიღო. მიტროპოლიტი იონათანი, რომელსაც უკრაინის სასამართლომ აბსურდული ბრალდებებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით, შაბათს გათავისუფლებულ იქნა პატრიარქის შუამდგომლობით ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად. იერარქმა მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო….

25.06.2024 | 18:47
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ეპარქიის სასულიერო პირი დააჯილდოვა

დღეს, 2024 წლის 24 ივნისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების (განთიადი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერში ამავე სავანის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იაკობი (სირდაძე) დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღიყვანა იღუმენის ხარისხში. აქსიოს! ვულოცავთ მამა იაკობს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ. sazu.ge

25.06.2024 | 18:45
წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) რეხის წმინდა გიორგის სახელობის შუა საუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა

დღეს, 2024 წლის 22 ივნისს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში წმინდა მთავარმოწამე გიორგის სახელობის შუა საუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე.   sazu.ge

21.06.2024 | 19:31
ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა საპატრიარქო არჩევნებისთვის 3 კანდიდატი გამოარჩია

20 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი დაასახელა. ვრაჩანის მიტროპოლიტი გრიგოლი, ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი და ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი – ამ სამი კანდიდატიდან 30 ივნისს აირჩევენ ბულგარეთის ახალ პატრიარქს. ვრაჩანის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პირველივე ტურში მიიღო 11 ხმა და გახდა პირველი კანდიდატი. ვიდინის მიტროპოლიტმა დანიელმა საჭირო ხმები 32-ე ტურში მიიღო, ხოლო ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა…

20.06.2024 | 17:29
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

2024 წლის 20 ივნისს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი მიქაელ კირვალიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი თადეოზ სარალიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ….

19.06.2024 | 18:59
პროექტი ‘წიგნიერი ლიდერი 2024’ დასრულდა

საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პროექტი – „წიგნიერი ლიდერი 2024“ დასრულდა შემაჯამებელი ღონისძიება და გამარჯვებულების დაჯილდოება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge    

18.06.2024 | 18:47
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 17 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი პაველ ჰერჩინსკი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის პროცესს. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ოჯახის მნიშვნელობასა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების დაცვის აუცილებლობას ჩვენი ხალხისთვის. მხარეთა მიერ გამოითქვა იმედი, რომ შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი…

18.06.2024 | 18:05
კონკურს ‘ახალი აღთქმის’ გამარჯვებულმა გუნდებმა ქვათახევის მონასტერი მოილოცეს

2024 წლის 17 მაისს სამრევლო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული კონკურს „ახალი აღთქმის“ გამარჯვებულმა გუნდებმა, 16 ივნისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით ქვათახევის მონასტერი მოილოცეს და გაეცნენ მის ისტორიას. ამავე დღეს მოსწავლეთათვის მონასტერში არაოფიციალურ გარემოში ტრაპეზიც გაიმართა, სადაც სასულიერო პირებთან მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს, რომელთაც ყურადღება გაამახვილეს ქრისტიანულ ღირებულებებზე, რაც მომავალ თაობას განსაკუთრებულად ესაჭიროება ცხოვრების სხვადასხვა…

Τα σημαντικότερα νέα