ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.12.2023 | 16:09
ალექსანდრიელი მიტროპოლიტის ლექცია

7 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა ალექსანდრიის საპატრიარქოს ანგოლისა და ზიმბაბვეს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს, საჯარო ლექცია თემაზე „წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სწავლება არიოზელების წინააღმდეგ“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წლების წინ ამ საკითხზე მუშაობა შემდგომში გახდა მისი სამაგისტრო ნაშრომის თემატიკის განმსაზღვრელი. შესაბამისად, ლექციის ძირითადი ნაწილის დაწყებამდე მან ისაუბრა სამაგისტრო თუ სადოქტორო თემაზე მუშაობის, ზოგადად, კვლევის…

11.12.2023 | 14:28
რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს განცხადება

განცხადება მიღებულია 2023 წლის 7 დეკემბერს МСР-ის საიუბილეო სხდომის შედეგების მიხედვით. 25 წელია, რაც რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭო ემსახურება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ხალხებსა და რელიგიებსა შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობას. ამ წლების განმავლობაში რუსეთის რელიგიურმა თემებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში რელიგიათაშორისი და ერთაშორისი ურთიერთობების მაღალი კულტურის ჩამოყალიბებაში, რამაც საშუალება მისცა ჩვენს ხალხს წარმატებით გადაელახა მრავალი გამოწვევა,…

11.12.2023 | 14:27
თურქეთში თანამემამულეების მიერ რუსეთის ეკლესიის დახმარებით ორგანიზებული საბავშვო ბანაკი ჯილდოს ნომინანტი გახდა

9 დეკემბერს მოსკოვში ეროვნული პრემიის – „პატრიოტი 2023“ – გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ამ ჯილდოს მიზანი, რომელიც საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივ ინიციატივას წარმოადგენს, არის საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა და მოქალაქეებისა და ორგანიზაციების დამსახურების აღიარება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამოქალაქო და პატრიოტულ განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. „თანამემამულეების საუკეთესო პროექტის“ ნომინანტი გახდა ბავშვთა ბანაკი „პილიგრიმი“, რომელიც არის იზმირში მოსკოვის საპატრიარქოს…

08.12.2023 | 15:12
საჯარო ლექცია

6 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა სასწავლებლის დოქტორანტმა, გალობის ისტორიის პედაგოგმა, სემინარიის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, სამუსიკო ხელოვნებისა და თეოლოგიის მაგისტრმა ლაშა ზაალიშვილმა. მოხსენების თემა იყო: „მეფე ერეკლე მეორის ღვაწლი მცხეთის საკათალიკოსო სკოლის დაარსების საქმეში და ქართული გალობის ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოში“. მომხსენებელმა ისაუბრა აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციებზე, ერეკლე მეორის დამსახურებაზე ქართული გალობის…

08.12.2023 | 14:50
აკადემიის მგალობელთა გუნდის შემოქმედებითი საღამო

პარასკევს, 1 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა აკადემიის მგალობელთა გუნდის შემოქმედებითი საღამო (წლიური ანგარიში). გუნდი 2018 წელს დაარსდა და მას ხელმძღვანელობს ლოტბარი – ლექსო გრემელაშვილი. მგალობელთა გუნდი 8 წევრისაგან შედგება, ისინი თბილისის სასულიერო აკადემიის სხვადასხვა კურსის სტუდენტები არიან – ივერ სვანიძე, ლუკა ბზუკაშვილი, ლაშა ბზუკაშვილი, თევდორე გოგოლაძე, დიაკონი გენადი ტლაშაძე, ალექსანდრე ბრეგვაძე, სანდრო…

07.12.2023 | 14:59
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს

როგორც ცნონილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება უკვე რამდენჯერმე მოხდა და დღესაც ასეთი დღეა; დღე გლოვისა და ერთგვარი სულიერი სიმშვიდისა, რადგან გარდაცვლილნი თავის ახლობლებს უბრუნდებიან. აქ, თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში, დასვენებულნი არიან: მალხაზ ზედგენიძე, ზაქრო ბაციკაძე, ზურაბ ჭეღელიძე, დურმიშხან მაზანაშვილი, მირიან გოგალაძე, ივანე თვალიაშვილი, ალექსი ონიაშვილი, ღუტო კვირიკაშვილი, ემზარ…

07.12.2023 | 14:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს შეხვდნენ

ა.წ. 6 დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაპირველად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავ,ჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი…

06.12.2023 | 14:36
სერბეთის საპატრიარქოს სამეცნიერო დელეგაცია რუსეთს ეწვია

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2023 წლის 22 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით რუსეთში იმყოფებოდა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმადიდებლური სასულიერო ფაკულტეტის დეკანი პროტოპრესვიტერი ზორან რანკოვიჩი, სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის დირექტორი ზ. ნედელკოვიჩი და სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქ-ნი ე. სლავკოვიჩი. 22-27 ნოემბერს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სანკტ-პეტერბურგს ეწვია, სადაც 24 ნოემბერს…

05.12.2023 | 15:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო

ქართულ საოპერო სცენას მრავალი ღირსეული და, მართლაც, გამორჩეული მომღერალი ჰყავდა და ჰყავს. ქ-ნი მედეა ამირანაშვილი, მამასთან და ქ-ნ ცისანა ტატიშვილთან ერთად, ამ სივრცის მშვენებად და დიდებად იქცნენ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ისიც, რომ ქ-ნი მედეა ღვთისგან დაჯილდოებული იყო სიკეთით, უშურველობით, სხვისთვის სიხარულის მინიჭების უნარითა და პიროვნული სხვა ღირსებებით; და რაც მთავარია, იყო მორწმუნე, რაც არც არასდროს…

Τα σημαντικότερα νέα