2023 წლის 16 ნოემბერს გაიხსნა XI სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. კონფერენციის დაწყებამდე ქ. მოსკოვის სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წმ. ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმის პირველი დირექტორის, დავით ილიას ძე არსენიშვილის (1905–1963) სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით სულის საოხი პანაშვიდი…
დღესასწაული 9 (22) ნოემბერი ეს ხატი იმყოფება ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში და მის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს: მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის წმიდა ნეოფიტეს დროინდელად მიიჩნევენ. იგი კი მე-10 ს-ში ცხოვრობდა. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედია და…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ქალაქ რუსთავში ჩატარდება ქართული გალობის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსთავის ტაძრების მგალობელთა გუნდები. ღონისძიება მიეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის საიუბილეო თარიღებსა და მის განსაკუთრებულ როლს გალობის აღორძინების საქმეში. მისამართი: ქალაქი რუსთავი, ილია ჭავჭავაძის 4. ხელოვნების სკოლის დარბაზი. თარიღი: 26 ნოემბერი, 17:00 სთ. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან…
ა.წ. 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დიდი ქართველი მეცნიერის – პავლე ინგოროყვას – დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. სამეცნიერო კონფერენცია გახსნა და პავლე ინგოროყვას განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა,…
2023 წლის 17 ნოემბერს ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვ.ვ. ყიფშიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დისტანციურ ფორმატში ისაუბრა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. როგორც Патриархия.ru იუწყება ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალურ განყოფილებაზე დაყრდნობით, თავის ათწუთიან გამოსვლაში ვ.ვ. ყიფშიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათწლეულების განმავლობაში უღვთო დევნა განიცადა….
16 ნოემბერს წმ. ანდრია რუბლიოვის სახ. ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში გაიხსნა მე-11 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. კონფერენცია ეძღვნება წმ. ანდრია რუბლიოვის სახ. მუზეუმის ორგანიზატორისა და პირველი დირექტორის დ.ი. არსენიშვილის (1905-1963) გარდაცვალებიდან 60 წლისთავს. კონფერენციის დაწყების წინ ქ. მოსკოვის სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის საკათედრო ტაძარში ჩატარდა დავით არსენიშვილის…
2023 წლის 9 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიას რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა. ხელმოწერის…
ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონელმა სტუმრებმა ბოლო ლექციები ჩაატარეს. მსმენელთა წინაშე წარდგნენ ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია (ბორკოვსკი) და ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იეჟი ოსტაპჩუკი. ეპისკოპოს ანდრიას ლექციის თემა იყო „საეკლესიო უნია, როგორც რომის კათოლიკურ ეკლესიასთან საღვთისმეტყველო დიალოგის პრობლემა“….
ა.წ. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, მეტეხის ხიდზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად პარაკლისი აღავლინა და ჩვენი ერი უფალს და 100 000 მოწამეს შეავედრა. patriarchate.ge