2024 წლის 28 მაისს სემინარიის I კურსისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის I-II კურსების სტუდენტები ქუთაისისკენ გაემგზავრნენ. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. სტუდენტებმა დაათვალიერეს და მოილოცეს ქუთაისის ბაგრატისა და წმინდა გიორგის სახელობის, ასევე, მოწამეთასა და გელათის ტაძრები. ხოლო უბისის ტაძრის მონახულება ვერ მოხერხდა გართულებული საგზაო ვითარების გამო. ექსკურსია წარიმართა სასწავლო-საგანმანათლებლო ფორმატში. რამდენიმე სტუდენტმა ტაძრების მცირე ისტორია…
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი განცხადებით გამოვიდა, რომელშიც მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებასა და დევნაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს. მან იმედი გამოთქვა, რომ საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში „დასრულდება დიალოგით და ურთიერთგაგების გზების მოძიებით და არა ომის გზით, რომლის მსხვერპლნიც ხდებიან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები“ და ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ ასევე…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ივნისს ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილის, წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსის და წმიდა ღირსმოწამე მიქაელის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს…
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 4 ივნისს მოწამეების ბასილისკოს, კომანში წამებულს და სერბეთის მთავრის იოანე-ვლადიმერის, იხსენიებს Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. საეკლესიო კალენდარში 4 ივნისი არის მეორე მსოფლიო კრების ხსენების დღეც. მოწამე ბასილისკო, კომანში წამებული წმიდა მოწამე ბასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს…
დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო. სამწუხაროდ წუთისოფელი ადამიანებს ხშირად წასვლის შემდეგ უფრო აფასებს, რადგან მათი სულიერი სამყარო მერე უფრო მკვეთრი და საცნაური ხდება. ასე არის თენგიზის შემთხვევაშიც… აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან მას სავანე მართალთა შორის განუწესოს და წიაღსა შინა…
დღეს საზოგადოებას წარედგინება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი – ალბომი, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედ სალოცავებს როგორც მართლმადიდებლურს, ისე სხვა ქრისტიანულსა და არა ქრისტიანულს. იგი, ფაქტიურად, გაგრძელებაა წინა გამოცემებისა, – ,,თბილისში მოქმედი სალოცავები, -საკულტო ნაგებობები“ (როგორც ამას ავტორები უწოდებენ) და ,,ოკუპირებული მემკვიდრეობა“. ამ წიგნებით დასრულდა აღწერა საქართველოში მოქმედი ტაძრებისა და სალოცავებისა და აღსრულდა უდიდესი…
30 მაისს, მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრის გახსნისას, რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს შესავალი სიტყვით მიმართა, რომელშიც დღის წესრიგი წარადგინა, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური. სხდომაში მონაწილეობდნენ: წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი…
მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა პროექტების კონკურსში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, ღირებულებითი განათლების კონტექსტით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით ,,ქრისტიანობა საერო და სასულიერო განათლებაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში”. კონკურსში გამარჯვებული 2 ჯგუფი, მასწავლებლებსა და სასულიერო პირებთან ერთად, გაემგზავრება სვანეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტურში. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა…
გამოჩენილ მომღერალსა და ლოტბარს, ბატონ რამინ მიქაბერიძეს, გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს. ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისათვის გაწეული მისი ერთგული მსახურება ჯერ სახელმწიფო ანსამბლს, შემდეგ კი ანსამბლ „რუსთავს“ უკავშირდება. უნიკალურია ბატონ რამინის ხმა და საშემსრულებლო მანერა, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ნათქვამია, გული არ ბერდებაო; არც რამინის ხმა ბერდება გულივით; ალბათ, იმიტომ, რომ…