საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 მაისს მოციქულ ანდრონიკეს და წმიდისა იუნიას, მოწამეთა: სოლოქონისა, პამფამირე და პამფალონ მხედართა, სტეფანეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნა Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. მოციქული ანდრონიკე და იუნია წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I) წმიდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული…
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის სექციური მუშაობა გაიმართა. მომხსენებლები მუშაობდნენ სამ სექციაში: თეოლოგია, ძველი ქართული ლიტერატურა, ისტორია. თეოლოგიის სექციას ხელმძღვანელობდა სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი დავით ესებუა. მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა: 1. ესებუა დავით – მოწყალების გაღების არამართებული წესი და საღვთო განაჩენი (საქ. 5.1-11-ის თეოლოგიური ანალიზი) – სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი…
დღეს, 2024 წლის 29 მაისს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებული საქართველოს რიგით მე-3 ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სამოციქული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდიც, რომელმაც პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. გუნდის წევრები იყვნენ: კაპიტანი –…
გამოწერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 მაისს ღირსი თეოდორე განწმედილის, მღვდელმოწამისა ალექსანდრე იერუსალიმელი ეპისკოპოსის, მოწამეების: ვიტეს, მოდესტიოსის და კრისკენტიას, ნეტარისა მუზა ქალწულის, გიორგი II-ს, მიტილენელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. თეოდორე განწმედილი ღირსი თეოდორე განწმენდილი ქრისტეს შობიდან 368 წელს ეგვიპტეში დაიბადა მისი მშობლები მდიდარი…
სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 20 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობდა პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია წარმომადგენლობითი ხასიათისა იყო, მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა კათედრის პროფესორ-მასწავლებლებმა. 20 მაისს, კონფერენციის ბოლო დღეს, გაიმართა სექციური მუშაობა საეკლესიო სამართლის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიის მიმართულებით. სექციების სამუშაო პროგრამა იხილეთ ქვემოთ:…
2024 წლის 13 და14 მაისს რუმინეთის ქალაქ იაშში გაიმართა XVI საერთაშორისო სიმპოზიუმი – ”Studia Theologica Doctoralia”. სიმპოზიუმის თემა იყო: თეოლოგიური დისკურსი – სიტყვები, რომლებიც სულიერად აღორძინებენ და კურნავენ. აღნიშნული სიმპოზიუმი ყოველწლიურად ტარდება ქალაქ იაშში. წელს ის მიეძღვნა მნიშვნელოვან მოვლენას – რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2024 წელი გამოაცხადა სნეულებზე პასტორალური მზრუნველობისა და ყველა წმინდა უვერცხლოდ…
საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 მაისს მოწამეების ისიდორეს, მაქსიმეს, ასევე იერუსალიმელი პატრიარქის ღირსი სერაპიონ სინდონიტის ლეონტის ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. მოწამე ისიდორე წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის…
,,დღეს წმინდა ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის… ღირსი შიო მღვიმელის და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას….შეგვეწიოს ეს დიდი წმინდანები, რომელთა მთელი ცხოვრება იყო სწრაფვა ღვთისა და სულიერი სრულყოფისკენ” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტე აღდგა! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო,…
ვემშვიდობებით გამორჩეულ ქალბატონს, რომელმაც თავისი პრაქტიკული და მეცნიერული მიღწევებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიდი მემკვიდრეობაც დატოვა; მან მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მათ იმედად და ნუგეშად ექცა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოსი და პირადად მეც მასთან წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქალბატონი ანა-გულიკო მაგალითია ჭირსა შინა…