ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.04.2024 | 17:40
2024 წლის 21 აპრილს კონკურსი სახელწოდებით „ცოდნა ძალაა“ დასრულდა.

დასკვნითი ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. აღნიშნული პროექტი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით ჩატარდა. ფოტო: ნინო სოზაშვილი   საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური  

23.04.2024 | 17:37
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა კონფერენციის ,,ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა” (გამოწვევები და პერსპექტივები) მონაწილეთადმი:

გულითადად მოგესალმებით ყველას, კონფერენციის ინიციატორებს, მონაწილეებს და სტუმრებს. დღეს წარმოდგენილი თემა ,,ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“ ფრიად მნიშვნელოვანია. სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე ფიქრი და მათზე მსჯელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამასთან სავალდებულოა ჩვენთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად ინფორმაციულ დროში; ეს ინფორმაციულობა ხშირ შემთხვევაში ზედაპირული და ღრმა ანალიზს მოკლებულია. ხშირად კი, სუბიექტური და გაყალბებულია. ისტორიის…

22.04.2024 | 17:26
საეკლესიო კალენდარი: 22 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 აპრილს მოწამეების ევფსიხიოსის (362) და ვადიმ არქიმანდრიტის (376) ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. მოწამე ევფსიხიოსი საეკლესიო კალენდარში 22 აპრილი მოწამე ევფსიხიოსის (362) ხსენების დღეა. ევფსიხიოსი დაიბადა კაბადოკიის კესარიაში; მშობლებმა იგი ქრისტიანულად აღზარდეს. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს კესარიაში იყო წარმართული…

22.04.2024 | 17:24
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს

,,ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა“. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო…

19.04.2024 | 16:14
საეკლესიო კალენდარი: 19 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის წმიდა ევტიქის, მორავიის მთავარეპისკოპოსის წმიდა მეთოდიოსის და ღირსი პლატონიდა ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს. „Sputnik საქართველო” მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ევტიქი – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი ევტიქი დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ…

19.04.2024 | 14:37
რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს ეწვია

17 აპრილს, იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი) თავისი მოადგილის, იღუმენ ნიკონის (გოლოვკო) თანხლებით, იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვია, სადაც იგი თბილად მიიღო წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უწმინდესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ. არქიმანდრიტმა ბასიანემ გულწრფელი მადლობა გადაუხადა მის უნეტარესობას მთლიანობაში რუსეთის სულიერი მისიაზე მამობრივი მზრუნველობისთვის და კურთხევისთვის, რომელიც მან მისცა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს…

18.04.2024 | 16:50
საეკლესიო კალენდარი: 18 აპრილი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონის, თეოდულე წიგნისმკითხველის, ღირსი პუპლიოს ეგვიპტელის, ღირსთა: ფეონასი, სვიმეონისა და ფორბინესი; ღირსი მარკოზ ათენელისა ღირსი პლატონის, სტუდიელი აღმსარებელის, ღირსი თეოდორა თესალონიკელის ხსენების დღეს აღნიშნავს. „Sputnik საქართველო” მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. აღათოპოდი დიაკონი, და თეოდულე მკითხველი საეკლესიო კალენდარში 18 აპრილი მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონისა, თეოდულე…

18.04.2024 | 16:45
შეხვედრა მარინა კაჭარავასთან

18 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ტრადიციული შეხვედრების ფარგლებში სტუმრობდა ფსიქოლოგიის დოქტორი მარინა კაჭარავა. საჯარო ლექციის თემა იყო „პიროვნული ზრდა და ემოციური ინტელექტი“. ქალბატონმა მარინამ ისაუბრა პიროვნების განვითარების პროცესში ემოციური ინტელექტის მნიშვნელობასა და მის ეტაპებზე; გააზრებასა და ემოციურობას შორის არსებულ მიმართებებზე – გააზრების ემოციურობასა და ემოციურობის გააზრებაზე; ბაზისურ ემოციებზე; გრძნობასა და ემოციას შორის არსებულ…

17.04.2024 | 16:28
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლები მიიღო

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში წითელი ჯვრის საქმიანობისა და საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ანა მონტავონმა და კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანმა ანიეს ქოთუმ ვრცლად იმსჯელეს საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე აქტივობებზე. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში…

Τα σημαντικότερα νέα