ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.10.2023 | 16:13
რევაზ (ნიკოლოზ) ჩარგაზიას საბაკალავრო ნაშრომის დაცვა

13 ოქტომბერს, სტუდენტმა რევაზ (ნიკოლოზ) ჩარგაზიამ დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე – „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინასახეები ხუთწიგნეულში“. ნაშრომის ხელმძღვანელია თეოლოგიის მაგისტრი დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე , ექსპერტი – თეოლოგიის მაგისტრი ზაქარია ბლიაძე. ნაშრომის დაცვას ფაკულტეტის საბჭოს წევრები, პრორექტორი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. დიპლომანტის ნაშრომმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. tsas.ge

17.10.2023 | 13:26
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

13 ოქტომბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისა და ზარაის ეპისკოპოს კონსტანტინეს შორის. წმინდა სინოდის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსი კონსტანტინე დაინიშნა აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსის მოვალეობის შემსრულებლად. მიტროპოლიტმა ანტონიმ თანამოსაუბრეს მაღალი და საპასუხისმგებლო თანამდებობა მიულოცა და ღვთის დახმარება უსურვა შრომაში. შეხვედრის პროცესში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ და ზარაის…

17.10.2023 | 13:25
წმინდა სინოდმა იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

11 ოქტომბერს, მოსკოვის დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გამართულ სხდომაზე, წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება რუსეთის იურისდიქციაში მყოფი საზღვარგარეთის ეპარქიებისა და სამრევლოების მდგომარეობის შესახებ, და მიიღო რიგი გადაწყვეტილებები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით. სხდომის მონაწილეებმა, კერძოდ, დაადგინეს არქიმანდრიტ ალექსანდრეს (ელისოვი) გათავისუფლება იერუსალიმში რუსეთის სულიერი…

16.10.2023 | 14:45
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვა სამეცნიერო ჟურნალ ,,თეოლოგიის” დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთ

სამეცნიერო ჟურნალ, ,,თეოლოგიის“ დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, – „მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გვიანი თანამედროვეობის „არამატერიალური რეალობისკენ“ მიმავალ გზაზე“, – მონაწილეთ თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიარქო ბართლომე, მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებო და წარმომადგენლებო, თქვენო უნეტარესობავ, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსო იერონიმე, ხელისუფალნო, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო, მამანო და დანო, პროფესორ-მასწავლებლებო, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მოგესალმებით დიდი პატივისცემით და გამოვთქვამ…

13.10.2023 | 15:57
პროექტის “მედიათეკა ოქონა” ფარგლებში გაიმართა სწავლება ფოტო-ვიდეო გადაღების, მონტაჟისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.

აღნიშნული სწავლების უმეტესი ნაწილი მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული. პროექტი ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფინანსური მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.   საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

13.10.2023 | 15:53
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი ალავერდის მონასტერს ესტუმრნენ.

მთავრობათა მეთაურებმა მეუღლეებთან ერთად სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და ტაძარი მოილოცეს. სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) უმასპინძლა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

13.10.2023 | 15:46
საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

2023 წლის 9-10 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, მიძღვნილი საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტ გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი. კონფერენციაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ: სერგო ვარდოსანიძე, მარიკა მშვილდაძე, ნინო თომაძე. tsas.ge

12.10.2023 | 16:43
ექსკურსია დავითგარეჯაში

2023 წლის 5 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა დეკანის, დეკანოზ იოანე კვანჭიანისა და პედაგოგების – ირაკლი ორჟონიასა და გიორგი თოდუას – თანხლებით წმ. დავით გარეჯელის მონასტერი მოილოცეს. სტუმრებმა ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და „ახალი ივერონის“ გამომცემლობებში დასტამბული წიგნები გადასცეს. თბილი შეხვედრის შემდეგ აღსრულდა წმ. დავით გარეჯელის პარაკლისი. მოგვიანებით სატრაპეზოდ სოფელ უდაბნოში გადაინაცვლეს….

11.10.2023 | 16:43
სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სავანესთან დაკავშირებით ზოგიერთი არასწორი შეფასების განსამარტად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 26 სექტემბრის № 80 ბრძანებით, სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სავანის მთელი ტერიტორია უვადოდ გადაეცა ამავე სავანის მონაზონ ზოიას (შუშანია) სარგებლობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით. ბრძანებაში აღნიშნულია მისი მრავალწლიანი ღვაწლის შესახებ, რაც ამგვარი გადაწყვეტილების, როგორც გამონაკლისის, საფუძველი გახდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საჯარო რეესტრმა სავანის ტერიტორიის საერთო ფართიდან, 430 მ² საცხოვრებელი ფართი…

Τα σημαντικότερα νέα