პროექტის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ მოზარდეთან ურთიერთობისა და მათთვის ცოდნის გადაცემისა. ფოტო: ნინო სოზაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ქართველ ხელოვანთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანი-ლეგენდა, ქართული ცეკვის ვირტუოზი, ბატონი ომარ მხეიძე გამოაკლდა. მას კარგად ვიცნობდი, რადგან ხშირად მოდიოდა ჩვენთან და თავისი შემართებით, ქვეყნის სიყვარულით, მონდომებით … გამოირჩეოდა. ღმერთმა აცხოვნოს ბატონი ომარის უკვდავი სული და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი patriarchate.ge
როგორც ცნონილია, პერიოდულად ხდება გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება. დღეს თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულნი არიან: გივი ჭელიძე, დავით ზაქარაია, გურამ ხუნწელია, შახი სიჭინავა, შოთა მურუსიძე, მოსე მარგველანი, ანზორ თოდუა, გენადი თოდუა, ვახტანგ ჩიჩუა, აბელ პატარაია, დავით შარვაძე, ჯემალ იოსავა, გულნარა აბულაძე. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა…
გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,, 5+2″ ორგანიზებით იმართება. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 17 ივლისს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან არსებულ „ჯარის ბანაკში” გაიმართა, წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელი მწერლის, ო.ჰენრის მოთხრობა, „მოგვთა საჩუქრების“ მიხედვით, რეჟისორ მანანა კაზაკოვას მიერ…
15 ივლისს გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემატიკის შესახებ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სამეცნიერო დისპუტი გაიმართა. გელათის აკადემიის შენობაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მონასტერში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. დარგის სპეციალისტებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. შეხვედრაზე განიხილეს გელათის ერთიანი გადახურვის პროექტი. სამეცნიერო დისპუტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და მღვდელ იაკობ მუჯირის ორგანიზებით, განხორციელდა კიდევ ერთი პროექტი, სახელწოდებით – ,,ერთი დღე მუზეუმში”. პროექტი ითვალისწინებდა ბავშვებისთვის სხვადასხვა მუზეუმის სივრცეში დაცული ხელოვნების ნიმუშებისა და ექსპონატების გაცნობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2023 წლის 23-25 ივნისს, ბავშვები ეწვივნენ სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ხელოვნებათმცოდნის მეგზურობით შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართველ მხატვართა და მოქანდაკეთა შემოქმედებას….
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია, სკანდალის აგორება და ამით საკუთარი თავისკენ ყურადღების მიპყრობა, საზოგადოების დაზაფრა ,,წყარომ” თუ ,,წყაროებმა”, სამწუხაროდ, მუდმივ საქმიანობად გაიხადეს. ყოველ დღესასწაულზე პატრიარქის შესახებ სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ჩვეულებრივ ამბად აქციეს, სირცხვილია. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით, გელათის სამონასტრო კომპლექსში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია. საბჭოს წევრები ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს. მისიის ფარგლებში მოწვეულნი არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის…
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიის კვლევების ევროპული კონსორციუმის RESILIENCE-ის მმართველი საბჭოს სხდომაში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი მიტროპოლიტი გრიგოლი და მის შემადგენლობაში იყვნენ უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა და დაისახა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობა. კონსორციუმი აერთიანებს 16 ევროპულ უნივერსიტეტს და მისი მიზანია რელიგიის კვლევების ინფრასტრუქტურის განვითარება, არქივებს შორის თანამშრომლობა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა. 2023…