ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
10.11.2023 | 18:38
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისრაელის ელჩი მიიღო

ა.წ. 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ქ-ნ ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ…

09.11.2023 | 16:01
პოლონელ სტუმართა ლექციები

2023 წლის 6 ნოემბერს, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ეწვივნენ – პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის წევრი, ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია (ბორკოვსკი) და ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი – იეჟი ოსტაპჩუკი. ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორმა, სუპრასლის ეპისკოპოსმა ანდრიამ (ბორკოვსკი) ვრცლად ისაუბრა მე-16 საუკუნეში…

09.11.2023 | 13:22
საქართველოს ეკლესიის წმინდანის, ღირსი გაბრიელ სამთავროელის წმინდა ნაწილი გადაეცა ალმა-ათის ამაღლების საკათედრო ტაძარს

7 ნოემბერს ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტმა ალექსანდრემ შეხვედრა გამართა ასტანას ეპარქიის ვიკართან, ტალდიკორგანის ეპისკოპოს კლავდიანთან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსთან, არქიმანდრიტ გაბრიელთან (თუთბერიძე), რომელიც ალმა-ათის რეგიონის ქართული დიასპორის სულიერ გამოკვებაზე ზრუნავს. შეხვედრა გაიმართა ყაზახეთის სამიტროპოლიტოს მიტროპოლიტ იოსების (ჩერნოვი) სახ. სულიერ-კულტურულ ცენტრში, – იუწყება სამიტროპოლიტოს ვებგვერდი. საუბრის მსვლელობისას არქიმანდრიტმა გაბრიელმა, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის…

08.11.2023 | 16:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო

კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურშგი ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია. ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის…

07.11.2023 | 16:31
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით

2023 წლის 29 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ბრეთის და სამთავისის ტაძრები მოილოცეს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

07.11.2023 | 16:26
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან 22-ე კვირას, წმინდა იაკობ მოციქულის ხსენების დღეს.

,,ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის მოთმინება და სიმდაბლე… გარეგნული სიმდიდრე… მარადიული ცხოვრებისთვის არაფერს ნიშნავს, უმთავრესია ის შინაგანი თვისებები, რომლებსაც მოვიპოვებთ ჩვენს ცხოვრებაში… შინაგანი სიმდიდრე და სულის მშვენიერება. სწორედ ეს მიგვყვება ჩვენ მარადიულ ცხოვრებაში…” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან 22-ე კვირას, წმინდა იაკობ მოციქულის ხსენების…

06.11.2023 | 16:27
შეხვედრა მანანა ჩიტიშვილთან

2 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ ცნობილ ქართველ პოეტს მანანა ჩიტიშვილს უმასპინძლა. პოეზია ღმერთისკენ მიმავალი გზაა. ღვთის სამსახურში ვარ, ღვთის მადლი მფარველობს და წარმართავს ჩემს პოეზიას. ლექსი ყოველთვის ძალიან სერიოზული საქმე იყო ჩემთვის. სიტყვისადმი პასუხისმგებლობა ყველა ასაკში მქონდა. ყოველთვის იმ ერთადერთ სიტყვას ვეძებდი, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავდა ჩემს სათქმელს, – ამ სიტყვებით წარსდგა მანანა…

03.11.2023 | 17:36
გრიგოლ ფერაძე

2023 წლის 25 ოქტომბერს, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი. დამსწრე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ…

02.11.2023 | 16:00
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Τα σημαντικότερα νέα