ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.11.2023 | 16:16
ერასმუს+ გაცვლითი პროგრამა

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 16-20 ოქტომბერს ვარშავის (პოლონეთის რესპუბლიკა) ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა წინაშე მეტად საინტერესოდ, სრულფასოვნად მომზადებული სალექციო კურსით…

01.11.2023 | 11:26
პიროვნების ღვთისმეტყველება და მართლმადიდებლური ტრადიცია

2023 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა დონის სასულიერო სემინარიის დოცენტის, სისტემური ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის კათედრის გამგის ივან ულიტჩევის საჯარო ლექცია თემაზე: „პიროვნების ღვთისმეტყველება და მართლმადიდებლური ტრადიცია”. მკვლევარმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა ანტიკური და ქრისტიანული მოძღვრებანი ადამიანის შესახებ. ისაუბრა პიროვნების – როგორც თავისუფალი ნების მქონე ინდივიდის – არსზე და აღნიშნა, რომ პიროვნების საზრისის…

31.10.2023 | 16:10
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო

ბატონ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებამ ყველას დასწყვიტა გული. იგი იყო იმ გამორჩეულ და დიდ მსახიობთა იშვიათი წარმომადგენელი, რომლის მიერ შესრულებული როლებიც მისი ხასიათის თვისებებს შეესაბამებოდა და მეგობრობის, ვაჟკაცობის, ერთგულების, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითებად იქცა. ამიტომაც ამბობდა: მთელი ცხოვრება ვემსახურებოდიო ღმერთს. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებს და…

30.10.2023 | 16:52
კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა

⛪ ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. 🔸 ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი წარმატებული პროექტი უკავშირდება ქართული…

26.10.2023 | 16:56
ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან

ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან ▪️ ჰელოუინის შესახებ სხვა და სხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთისსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს. ▪️ ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულ ,,სამაინთან’’ და კარლოს დიდთან (742?-814); ▪️ თავისი იმპერიის განათლების მიზნით კარლოს…

25.10.2023 | 16:43
ფონდი ,,გაამწვანე საქართველო” 10 წლისაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ 1 ნოემბერს დაფუძნებული ფონდი ,,გაამწვანე საქართველო“ 10 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ა.წ. 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, ფონდის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო 150 კიპარისი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე,…

24.10.2023 | 16:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ღვთივ განისვენა სიონის საკათედრო ტაძრის უძველესმა მრევლმა, ყველასათვის საყვარელმა, გამორჩეულმა და პატივსაცემმა ქალბატონმა ელენე (ზამირა) მახარაძემ. იგი ათეისტური რეჟიმის პირობებშიც არ უშინდებოდა რეპრესიებს და თავის სიყვარულს უფლისა და ეკლესიისადმი ყველას წინაშე უშიშრად ავლენდა; ამასთან, ამ გრძნობას თავის პატარა აღსაზრდელებს და გარშემომყოფთაც უნერგავდა და წლების მანძილზე მაგალითს აძლევდა მათ. ცხოვრების ასეთი წესი გმირობის ტოლფასი იყო იმ…

24.10.2023 | 16:31
სამების საკათედრო ტაძარში 68-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 22 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 68-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 800-ზე მეტი ბავშვი შეემატა. ამჟამად მის უწმინდესობას 47000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.   ნათლულებს და მათ ახლობლებს მისმა უწმინდესობამ შემდეგი სიტყვებით მიმართა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ღმერთმა დალოცოს დღეს მონათლულები. ღმერთმა დალოცოს მათი მშობლები და ოჯახის წევრები….

23.10.2023 | 16:08
შემოდგომის ფესტივალი წმ. თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში

ა.წ. 21 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში შემოდგომის ფესტივალი ჩატარდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებს – დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გაიმართა 2011 წელს და მას შემდეგ ყოველი წლის ოქტომბერში დიდი სიხარულითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. წლევანდელ ფესტივალს გიმნაზია…

Τα σημαντικότερα νέα